პროგრამის „მომავლის თაობა“ ფარგლებში ჩატარებული ვიდეოფილმების კონკურსში გამარჯვებული სკოლები დაჯილდოვდნენ

0

11208986_784130865034991_1361715861_n„გარემოს დაცვა“, „ჯანსაღი წესი და ადამიანის უფლებები“, ამ თემებზე ბოლნისის მუნიციპალიტეტის სკოლის მოსწავლეებმა ათწუთიანი ვიდეო რგოლი მოამზადეს, შიდა კონკურსის შედეგად ოთხი საუკეთესო შეირჩა, რომელიც ფართო საზოგადოების წინაშე იქნა ნაჩვენები და განხილული, კონკურსი იმ პროგრამის ფარგლებში განხორციელდა, რომელსაც საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაცია „სიქა“  USAID დაფინანსებით და განათლების სამინისტროს მხარდაჭერით ახორციელებს.

პროგრამა 2014 წლის სექტემბერში დაიწყო და სამი წელი გაგრძელდება, „მომავლის თაობის“ მიზანია მოსწავლეებში აქტიური მოქალაქეების უნარ-ჩვევების გამოვლენა და სკოლებში სამოქალაქო სწავლების ხელშეწყობა. „პროგრამის ფარგლებში სხვადასხვა სახის საგანმანათლებლო და შემეცნებითი ხასიათის  ღონისძიებები განხორციელდება, ერთ-ერთი აქტივობა ვიდეო რგოლების გადაღება და მონტაჟის სწავლება იყო. იმ სკოლებმა, სადაც განათლების სამინისტროს ინიციატივით პროგრამა „მომავლის თაობა“ მუშაობს, მოამზადეს პატარა ვიდეოები და კონკურსის სახით შევარჩიეთ საუკეთესოები. თემატურად კერძო სკოლა „დავითიანს“ ძალიან საინტერესო ვიდეო ჰქონდა მომზადებული. პირველ ადგილზე მათი ნამუშევარი გავიდა, მეორე და მესამე ადგილი სავანეთის, მუხრანას და ბოლნისის №2 საჯარო სკოლებმა გაინაწილეს. მოსწავლეები სიგელებით და სამახსოვრო საჩუქრებით დაჯილდოვდნენ. პროგრამის ფარგლებში  სხვადასხვა სახის ღონისძიებები ხშირად მოეწყობა“,_ აღნიშნა bolnisi.ge-თან პროგრამის აღმასრულებელმა დირექტორმა ინგა პაიჭაძემ.

მაგდა დევნოზაშვილი


Share.

Comments are closed.