პირველკლასელთა საყოველთაო ელექტრონული რეგისტრაცია 15 მაისს დაიწყება

0

2_resizeპირველკლასელთა საყოველთაო ელექტრონული რეგისტრაცია 2015 წლის 15 მაისს დაიწყება და 9 ივნისის ჩათვლით გასტანს. სარეგისტრაციო ფანჯარა  09:00 საათზე გაიხსნება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს (www.mes.gov.ge) და განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის (www.emis.ge) ვებგვერდებზე.

რეკლამა

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში რეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების მიღება განხორციელდება  2015 წლის 11 ივნისიდან 21 ივნისის  ჩათვლით.

რეგისტრაციას გაივლიან მხოლოდ ის მოსწავლეები, რომელთა ასაკი შეესაბამება კანონით განსაზღვრულ მოთხოვნებს.

ბავშვის რეგისტრაციისას გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ერთი და იგივე ბავშვის რამდენიმე პირის მიერ პარალელურ რეჟიმში დარეგისტრირების მცდელობა გამოიწვევს ტექნიკურ შეფერხებას.


Share.

Leave A Reply