ორი I, ერთი II და სამი III ადგილი, – ასეთი შედეგებით დაასრულეს დღევანდელი ჩემპიონატი ბოლნისელმა სპორტსმენებმა

0

11211747_860387840717293_1642811962_oორი I, ერთი II და სამი III ადგილი, – ასეთი შედეგებით დასრულდა დღევანდელი შეხვედრა ბოლნისელი კარატისტებისთვის.

დღეს მურმან ჯაფარიძის სახელობის ძიუდოს დარბაზში საქართველოს შიტო-კაი კარატე-დოს ასოციაციის რიგით III ჩემპიონატი გაიმართა, სადაც ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა რეგიონის აღმოსავლური ორთაბრძოლების 100-მდე ოსტატი იღებდა მონაწილეობას.+

რეკლამა

ჩემპიონატი საზეიმოდ გაიხსნა, რომელსაც საპატიო სტუმრები ესწრებოდნენ. მათ შორის იყვნენ: კორეული გუმ-დოს ოსტატი ლი ჩან ვუ, საქართველოს შიტო-კაი კარატე-დო ასოციაციის პრეზიდენტი ჯამბულ კოდუა, კარატეს ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი, აკადემიკოსი თემურ რამიშვილი, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორის პირველი მოადგილე კახაბერ გუგეშაშვილი და ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოგი მეშველიანი.

საზეიმოდ გახსნის შემდეგ, ასოციაციაში შემავალი კლუბების ხელმძღვანელებმა საჩვენებელი გამოსვლა გამართეს. საკუთარი ოსტატობა საპატიო სტუმრებსა და ჩემპიონატში მონაწილე სპორტსმენებს კორეელმა სტუმარმა ლი ჩან ვუმაც უჩვენა.

 

,,გვსურს მსგავსი ჩემპიონატებით ამ სპორტს პოპულარიზაცია გავუწიოთ ახალგაზრდებში, ვინაიდან ეს არა მხოლოდ სპორტია, არამედ ხელოვნებაცაა“, – აღნიშნა BOLNISI GE-სთან საუბარში საქართველოს შიტო-კაი კარატე-დოს ასოციაციის პრეზიდნტმა ჯამბულ კოდუამ.

„მინდა მივესალმო მონაწილეებს და წარმატებები ვუსურვო. მოგეხსენებათ, ნებისმიერი სპორტის სახეობა, მითუმეტეს კარატე, ეს არა მხოლოდ სპორტია, არამედ ცხოვრების სტილია, რომელიც განაპირობებს ბუნებრივად და სულიერად ჯანმრთელი ადამიანის ჩამოყალიბებას“,- განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოგი მეშველიანმა.

ჩემპიონატზე ბოლნისის კლუბ ,,სიონის“ 8 სპორტსმენი ასპარეზობდა, რომელთაგან 6 პრიზიორი გახდა. ორი I, ერთი II და სამი III ადგილი, – ასეთი შედეგებით დასრულდა დღევანდელი შეხვედრა ბოლნისელი კარატისტებისთვის. A კატეგორიაში ჩემპიონები ვალერი სულწაძე და მარიამ უგრეხელიძე გახდნენ. გამარჯვებულები შესაბამისი ხარისხის მედლებითა და სიგელებით დაჯილდოვდნენ. გუნდური გამარჯვება კი თბილისის ,,კოდუა კლუბს“ ხვდა წილად, რომელსაც საქართველოს თასი გადაეცა.

საქართველოს შიტო-კაი კარატე-დოს ასოციაციაში 10 კლუბი შედის. უკვე 24-ე წელია ასოციაციის სრულუფლებიანი და საპატიო წევრია კლუბი ,,სიონი“ ავთანდილ ჩხეტიანის ხელმძღვანელობით.

11201128_951947024866417_5973296733664903603_o

11194414_951947011533085_399840183387154563_o

 


Share.

Comments are closed.