ნახატების გამოფენა მშვიდობის თემაზე

0

11208777_782425918538819_1888426533_nბოლნისის ენის სახლმა სომხურ არასამთავრობო ორგანიზაცია „ნოემბრიანს“ უმასპინძლა. პროექტის „მშვიდობა რეგიონში, ტაოში  ქვემო ქართლი“ ფარგლებში მოეწყო ქართველი და სომეხი ბავშვების ნახატების გამოფენა მშვიდობის თემაზე. მოსწავლეებმა მოწონების რაოდენობით გამოავლინეს საუკეთესო ნაშრომი, გამარჯვებული ნახატების ავტორებს ფასიანი საჩუქრები და სერთიფიკატები გადაეცათ. გაიმართა დისკუსია, თუ როგორ ესახებათ მოსწავლეებს მშვიდობა. ბოლნისის ენის სახლმა სომეხ სტუმრებს სიონის საკათედრო ტაძარი და ღაზაროს აღაიანის სახელობის მუზეუმი დაათვალიერებინეს. პარტნიორი ორგანიზაციების შეხვედრაზე მომზადდება დოკუმენტური ფილმი.

„ბოლნისის ენის სახლი და სომხური არასამთავრობო ორგანიზაცია „ნოემბრიანი“ ორი წელია პარტნიორი ორგანიზაციები არიან, პროექტის ფარგლებში მოეწყო სხვადასხვა ღონისძიებები, დღეს „ნოემბრიანის“ ბავშვები ჩვენთან ჩამოვიდნენ, მოვაწყვეთ გამოფენა და შედგა დისკუსია მშვიდობის თემაზე.  დაგეგმილი გვაქვს ვიზიტი სომხეთში, სადაც ერთობლივად შევიმუშავებთ შემდგომ ღონისძიებებს“, _აღნიშნა bolnisi.ge-თან საუბრისას ბოლნისის ენის სახლის ხელმძღვანელმა ირმა ზურაბაშვილმა.


Share.

Comments are closed.