კიდევ ერთი წარმატებული ბოლნისელი ილინოისის ტექნოლოგიების ინსტიტუტის ჩიკაგო–კენტის სამართლის კოლეჯის მაგისტრის ხარისხით

0

11295928_10153342619529662_8671825775551493342_nსაქართველოში ჩიკაგო-კენტის ამერიკული სამართლის სკოლის ორსემესტრიანი წინასამაგისტრო პროგრამის დასრულების შემდეგ სამაგისტრო სწავლა ჩიკაგოში გააგრძელა. დღეს უკვე ილინოისის ტექნოლოგიების ინსტიტუტის ჩიკაგო–კენტის სამართლის კოლეჯის საერთაშორისო და ტრანსნაციონალური სამართალის მაგისტრის ხარისხის მფლობელია – ნინო მინდიაშვილი, კიდევ ერთი წარმატებული ბოლნისელი. ბოლნისის №1 საჯარო სკოლის აღზრდილი, დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, სპეციალობით – სამართალმცოდნეობა. მაგისტრის ხარისხი. აქვს რამდენიმე საერთაშორისო სერთიფიკატი. მისი სამსახურეობრივი კარიერა საქართველოს ფინანსთა სამინისტროდან იწყება, შემდეგ იყო იუსტიციის სამინისტრო, ეროვნული ბანკის იურიდიული დეპარტამენტი, ამჟამად არის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) იურიდიული სამმართველოს უფროსის მოადგილე.

ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.

ილინოისის უნივერსიტეტი მსოფლიო ლიდერია კვლევის, სწავლებისა და საზოგადო პროცესებში ჩართულობის მხრივ. იგი გამოირჩევა პროგრამების მრავალფეროვნებით, აკადემიური პერსონალის პროფესიონალიზმითა და საერთაშორისო ასპარეზზე წარმატებული ფაკულტეტებით.

ილიონისის კურსდამთავრებულები ნობელისა და პულიცერის პრემიის ლაურიანტები არიან.

ილინოისის ტექნოლოგიების ინსტიტუტის ჩიკაგო-კენტის სამართლის სკოლა ამერიკაში ერთ-ერთი მაღალრეიტინგული სამართლის სკოლაა, რომელიც აღიარებულია ლიდერად იურიდიულ განათლებაში თანამედროვე სამართლის დარგების მრავალფეროვნების, სწავლების მეთოდების ინოვაციურობისა და სამეცნიერო მიღწევების გამო.

“US News & World Reports”-მა 2015 წელს ჩიკაგო-კენტის სამართლის სკოლას სამართლის ყველაზე მოთხოვნად და პოპულარულ მიმართულებებში შემდეგი რეიტინგები მიაკუთვნა:

** Trial Advocacy – მე-4 ადგილი: http://grad-schools.usnews.rankingsandreviews.com/…/trial-a…
** Intellectual Property Law – მე-7 ადგილი: http://grad-schools.usnews.rankingsandreviews.com/…/intelle…

ჩიკაგო-კენტის კურსდამთავრებულთა დასაქმების კოეფიციენტი ამერიკაში US News & World Reports-ის მიხედვით შეადგენს 66.2 პროცენტს სწავლების დასრულებისთანავე, ხოლო 90.7 პროცენტს დასრულებიდან 9 თვის შემდეგ.

 


Share.

Comments are closed.