კვირეულის ფარგლებში თანამედროვე მწერლის წიგნის პრეზენტაცია გაიმართა

0

11253774_791567610957983_1189902473_nდამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, დღეს მთავარი ბიბლიოთეკის ლიტერატურულ დარბაზში,  ბოლნისის მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლის მოსწავლეთათვის, აბიტურიენტებისთვის და საზოგადოების სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლებისთვის „საჯარო საუბრები“ მოეწყო. ლიტერატურული კონკურსის „საბას“ პრემიის ლაურეატი, ახალგაზრდა მწერალი „ტორესა მოსი“ ბოლნისელ მკითხველს შეხვდა და წიგნის პრეზენტაცია მოაწყო. „მე /შენ – ხარ ქრისტე“ ასე ჰქვია ერთ წიგნად გამოცემულ რომანს და რამდენიმე მოთხრობას. მწერალმა მკითხველს გააცნო თანამედროვე ადამიანი, მისი ყოველდღიური ცხოვრება და სულიერი მდგომარეობა. განსხვავებული პერსონაჟები საკუთარ ამბებს ყვებიან, მსჯელობენ, კამათობენ… წიგნში ასახულია  პიროვნების და სულიერების ერთმანეთთან ბრძოლა. ყველა გმირი ავტორის ფანტაზიის ნაყოფია, მათი ცხოვრება ხშირად აწეწილი, უცნაური, ზოგჯერ კი დალაგებულია.

მწერლისთვის ეს მეორე წიგნია პირველი „სიბრძნე სიცრუისაა“, რომელიც ავტორისთვის წარმატებული აღმოჩდა,  ის ლიტერატურული კონკურსის გამარჯვებული გახდა ნომინაციაში „საუკეთესო ლიტერატურული დებიუტი (2014)“. მწერალი საკუთარი შემოქმედების პრეზენტაციას ყველა ქალაქში მართავს. შეხვედრა ბოლნისში ცოცხალი მუსიკის თანხლებით მიმდინარეობდა ბოლნისელი მსმენელისთვის მუსიკოსი ანრი ღუდუშაური უკრავდა.

„ეს ღონისძიება კულტურის სამსახურის ხელმძღვანელთან და არტ ჰაუზთან ერთად დავგეგმეთ, კმაყოფილი ვარ  შეხვედრით, არ ველოდი თუ ამხელა დაინტერესება იქნებოდა,  ამდენი ადამიანი შეწუხდებოდა და მოვიდოდა. ბოლნისი საინტერესო ქალაქია, დიდი პოტენციალით და სივრცით“, -აღნიშნა bolnisi.ge-თან მწერალმა „ტორესა მოსმა“.


Share.

Leave A Reply