„ვალსი ძილის წინ” – თვისუფალი თეატრი ბოლნისის კულტურის სახლის სცენაზე

0

11053106_958984950829291_2118006475973802205_oსაქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის მესამე დღის მთავარი ღონისძიება თავისუფალი თეატრის სპექტაკლი გახლდათ.
,,ვალსი ძილის წინ”,- ასე ერქვა სპექტაკლს, რომლის რეჟისორი და პიესის ავტორი ავთანდილ ვარსიმაშვილია.
ხუთი ქალბატონისგან შემდგარი ვოკალური ანსამბლი ,,ბაფთიანი გიტარა” 10 წლის იუბილეს აღნიშნავს. ქართულ ტრადიციულ კაბებში გომოწყობილები, ჩიხტიკობებით, არაფრად აგდებენ ჭაღარა თმასა და მოხრილ, დროისგან გადაღლილ სხეულებს. 90 წელს მიტანებული მოხუცები ხალისიანად იხსენებენ ტრიუმფის 10 წელიწადს. თუმცა მხიარულების მიღმა, სახეებზე აღბეჭდიათ ცხოვრების ტრაგედიები. თითოეულ ქალბატონს საკუთარი ისტორია აქვს, რომელსაც ერთმანეთს უმალავენ, თუმცა ბოლოს აღსარების დრო დგება.
სპექტაკლი ემოციური აღმოჩნდა . თავისუფალი თეატრის მსახიობები სცენიდან მაყურებელმა მქუხარე აპლოდისმენტებით გააცილა.
თავისუფალი თეატრი ავთანდილ ვარსიმაშვილის ხელმძღვანელობით, ბოლნისში მეორედ იმყოფება. წლების წინ თეატრმა პუბლიკას ,,ღმერთო დაგვიფარე ჩვენ და ადამიანები” წარუდგინა.


Share.

Comments are closed.