დეკანოზ ბასილ ახვლედიანის შემოქმედების პრეზენტაცია – ბოლნისს ახალი ჰიმნი აქვს

0

11334200_958762404184879_3915147436751483954_oდამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში 21 მაისს, კულტურის სახლის სცენაზე დეკანოზ ბასილ ახვლედიანის შემოქმედების პრეზენტაცია მოეწყო. სპეციალურად მოწვეულმა მომღერლებმა დეკანოზის მიერ შექმნილი 6 სიმღერა შეასრულეს. ღონისძიება, სიმბოლურად, ამაღლების დღესასწაულზე ჩატარდა.

საღამოს მსახიობი მაკა შალიკაშვილი და დეკანოზი პეტრე კვარაცხელია უძღვებოდნენ. სიმღერების ავტორი ღონისძიებას დარბაზიდან ოჯახის წევრებთან ერთად ადევნებდა თვალს.  მოწვეულ სტუმრებს შორის იმყოფებოდნენ აფხაზეთის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე, სასულიერო პირები და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის  ხელმძღვანელობა.

ჯერ იყო ლუქსემბურგი, ახლა არის ბოლნისი, მე კი ამ პატარა ქალაქს, სადაც უსაზღვრო სიყვარულით სავსე ადამიანები ცხოვრობენ, სიყვარულის ქალაქს დავარქმევდი, განაცხადა მამა ბასილმა, სწორედ ამ ხალხის, საკუთარი მრევლის, მეგობრებისა და ახლობლების სიყვარულით, უფლისაგან ბოძებული ნიჭით ქმნის  თითოეულ მუსიკას, რომლებსაც  უჩვეულო და ემოციით სავსე ისტორიები ახლავს. სიმღერა დედაზე, აფხაზეთზე და ბოლოს ბოლნისზე. ღონისძიება ბოლნისის ჰიმნის პრემიერით დასრულდა.

ბოლნისის ჰიმნი ჯერ სოფო ხალვაშმა და ანსამბლ „ქართულმა ხმებმა“ შეასრულეს, შემდეგ კი მისი გარიმექსებული ვარიანტი ნოდიკო ტატიშვილმა შესთავაზა მაყურებელს. ჰიმნის მუსიკისა და ტექსტის ავტორი მამა ბასილი, თანაავტორი კი  ხათუნა ქარაია გახლავთ.

Share.

Leave A Reply