დასუფთავების აქციამ მთელი მუნიციპალიტეტი მოიცვა

0

11198928_785307131584031_426668581_n„დაასუფთავე საქართველოს“ ფარგლებში დღეს ბოლნისში  აქცია გაიმართა, რომელშიც ჩართული იყო მუნიციპალიტეტის ყველა სამსახური. დასუფთავდა პარკი, ყველა სკვერი და ცენტრალური ქუჩის მიმდებარე ტერიტორია. გოგი მეშველიანი აქციას მუნიციპალიტეტის შემოსასვლელში შეუერთდა და ზედამხედველობის სამსახურთან ერთად აქტიურად ჩაება დასუფთავების აქციაში.

„დღეს ბოლნისში დასუფთავების აქცია გაიმართა, რომელსაც სიამოვნებით შევუერთდით. აქციის გამართვა ბოლნისში „დედამიწის დღესთან“ დაკავშირებით იგეგმებოდა, რომელიც უამინდობის გამო გადაიდო. მუნიციპალიტეტის სისუფთავეზე ზრუნვა თითოეული მოქალაქის მოვალეობაა. მსგავსი ტიპის აქციები მომავალშიც აუცილებლად გაგრძელდება“, – განაცხადა bolnisi.ge-თან საუბარში ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოგი მეშველიანმა.

„დასუფთავებაში მუნიციპალიტეტის ყველა სამსახური ჩაერთო.  ეს პირველი აქცია არ არის ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ. აქციაში  მონაწილეობას იღებს კომუნალური სამსახური, გამწვანების სამსახური, ითიბება გაზონები, რაც ქალაქს უქმნის ლამაზ იერ-სახეს. მოსახლეობის თვითშეგნებამდე უნდა მივიდეს, რომ არ შეიძლება ქუჩების დანაგვიანება“, -აღნიშნა მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილემ დავით შერაზადიშვილმა.

„მთელი საკრებულოს შემადგენლობა  აქტიურად არის ჩართული მუნიციპალიტეტის დასუფთავების აქციაში, ეს თუ  წესად დავნერგეთ, ისევე  დავუბრუნებთ ბოლნისს იმ იერსახეს, რაც ადრე ჰქონდა, დასუფთავების შემდეგ ნახავთ, რომ კიდევ უფრო  გალამაზდება ჩვენი ქალაქი“,- აღნიშნა ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ თამაზ ჟორჟოლიანმა.

დასუფთავების აქცია ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციისა და ორგანიზაცია „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა, დედამიწის მეგობრები-საქართველო“-ს მხარდაჭერით, ქვემო ქართლის ყველა მუნიციპალიტეტში ეტაპობრივად გაიმართა.

ნონა ხუზმიაშვილი


Share.

Comments are closed.