დაბა კაზრეთის N2 საჯარო სკოლაში ბოლო ზარი დაირეკა

0

11292951_383103855224176_1279863622_nდაბა კაზრეთის N2 საჯარო სკოლაში საზეიმო ვითარებაა სუფევდა. ფერადი წარწერებით აჭრელებული თეთრი პერანგები და ლამაზი მანტიებით შემოსილი მეთორმეტე კლასელები, უამრავი კეთილი სურვილით თვალცრემლიანი მასწავლებლები, მოწვეული სტუმრები, მშობლები.

დაბა კაზრეთის მეორე საჯარო სკოლაში მეთორმეტე კლასელებისათვის ბოლო ზარი დაირეკა. ჩატარდა ლამაზი ღონისძიება. სკოლას ეწვია ბოლნისის რესურსცენტრის ხელმძღვანელობა და „ააიპ საქართველოს ეკოლოგიური ბილიკის ასოციაციის” წარმომადგენლობა.
ბოლო ზარი ერთდროულად სიხარულთან და ცრემლებთან არის დაკავშირებული. ემშვიდობებიან მშობლიურ სკოლას, კლასს, მერხს, მასწავლებლებს და გული წყდებათ, თუმცა  დამოუკიდებელი ცხოვრებისკენ პირველი ნაბიჯების გადადგმაც უხარიათ და ყველაზე უმთავრესისთვის – სტუდენტობისთვის ემზადებიან.

 


Share.

Leave A Reply