გიორგი კვირიკაშვილმა სოფელ აკაურთაში “ABD Georgia”-ს კომპლექსი გახსნა

0

11235265_378929425641619_1594767174_oბოლნისის მუნიციპალიტეტში, სოფელ აკაურთაში დღეს ღორის ხორცის უმსხვილესი საწარმო „ABD GEORGIA” საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრმა და საწარმოს გენერალურმა დირექტორმა ევგენია ხოხლოვამ  ოფიციალურად გახსნეს. ევგენია ხოხლოვამ მინისტრს კომპლექსი დაათვალიერებინა.

„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი და მივესალმებით კავკასიაში ყველაზე თანამედროვე მეცხოველეობის კომპლექსის გახსნას. ძალიან კარგია, რომ მსხვილი უკრაინული ჰოლდინგი შემოვიდაინვესტიციით, 6,5 მილიონ დოლარზეა საუბარი. ეს არის ყველაზე თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ფერმა, სადაც არ გამოიყენება არანაირი ქიმიური დანამატები და ეკოლოგიურად სუფთაპროდუქცია იწარმოება. ადგილობრივი წარმოების განვითარება არის ჩვენი პრიორიტეტი და სასიხარულოა, რომ ამ კომპანიამ ასევე ისარგებლა სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში შეღავათიანიაგროკრედიტით, 600 000 ლარის ოდენობით. შეიძლება ითქვას, რომ  მთლიანობაში 6, 5 მილიონ დოლარიან ინვესტიციაში ჩვენი გარკვეული წვლილიც არსებობს.  ვფიქრობთ, რომ ეს კომპანიამნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ადგილობრივი მეწარმეობის განვითარებაში და როგორც თანამედროვე ტექნოლოგიების მქონე კომპანია, მაგალითი იქნება ძალიან ბევრი ადგილობრივი კომპანიისთვის”, – აღნიშნა bolnisi.ge_თან საუბარში ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.

„ABD GEORGIA” ძეხვეულს მხოლოდ მაღალი ხარისხის, ნატურალური, 100% ღორის ხორცისგან ამზადებს. ხანგძლივი პროფესიული გამოცდილება და თანამედროვე სტანდარტების საწარმო გვაძლევს შესაძლებლობას, ჩვენს მომხმარებელს შევთავაზოთ „DELICIA“_ს ხარისხიანი პროდუქცია და ამით ვიზრუნოთ ჩვენი და ჩვენი შვილების ჯანსაღ მომავალზე“, – განაცხადა საწარმოს გენერალურმა დირექტორმა ევგენია ხოხლოვამ.

ABD Georgia”  2013 წელს დაფუძნდა და საქართველოში ღორის ხორცის უმსხვილესი მწარმოებელი კომპანიაა. საწარმოს შემადგენლობაში შედის საქართველოში უმსხვილესი კომპლექსი, რომელიცცხოველების მოშენების დარგში უახლესი ევროპული ტექნოლოგიების და სტანდარტების შესაბამისად აშენდა ეკოლოგიურად სუფთა, მთიან ზონაში, სოფელ აკაურთაში.  “ABD Georgia” შედის უკრაინისაგრარულ ჰოლდინგ ACD-ში, რომელიც უკრაინაში  ლიდერია ღორების მოშენებისა და კომბინირებული საკვების წარმოებაში. საწარმოს მთლიანი ინვესტიცია შეადგენს 6.5 მილიონ .. დოლარსკომპანიაში ამჟამად  250 –მდე ადამიანია დასაქმებული.

„ABD GEORGIA” სამარკო ნიშან „DELICIA“_ს სახელით არის წარმოდგენილი ქართულ ბაზარზე. ამ ეტაპზე მეღორეობის კომპლექსს 20 000 ღორზე მეტი ჰყავს.


Share.

Comments are closed.