გიორგი კვირიკაშვილი აკაურთაში “ABD Georgia”-ს კომპლექსის გახსნას დაესწრება

0

akaurtaკომპანია “ABD Georgia” ბოლნისის მუნიციპალიტეტში, სოფელ აკაურთაში კავკასიაში ღორის ხორცის წარმოების ყველაზე თანამედროვე კომპლექსს გახსნის. ხვალ, 12 მაისს, 12.00 საათზე, კომპლექსის გახსნის ღონისძიებას საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და ABD Georgia”-ს გენერალური დირექტორი ევგენია ხოხლოვა დაესწრებიან.

“ABD Georgia” 2013 წელს დაფუძნდა და საქართველოში ღორის ხორცის უმსხვილესი მწარმოებელი კომპანიაა. საწარმოს შემადგენლობაში შედის საქართველოში უმსხვილესი კომპლექსი, რომელიც ცხოველების მოშენების დარგში უახლესი ევროპული ტექნოლოგიების და სტანდარტების შესაბამისად აშენდა ეკოლოგიურად სუფთა, მთიან ზონაში, სოფელ აკაურთაში.

“ABD Georgia” შედის უკრაინის აგრარულ ჰოლდინგ ACD-ში, რომელიც უკრაინაში ლიდერია ღორების მოშენებისა და კომბინირებული საკვების წარმოებაში. საწარმოს მთლიანი ინვესტიცია შეადგენს 6.5 მილიონ ა.შ.შ დოლარს. კომპანიაში ამჟამად 250 –მდე ადამიანია დასაქმებული.

„ABD Georgia” ქართულ ბაზარზე სამარკო ნიშან „Delicia”-ს სახით არის წარმოდგენილი. „ABD Georgia” 30-მდე დასახელების ძეხვს, სარდელსა და დელიკატესს აწარმოებს. Delicia-ს პროდუქცია დამზადებულია ყოველგვარი ქიმიური შენაერთების გარეშე, მხოლოდ საკუთარ ფერმაში მოწეული ღორის ხორცისგან.


Share.

Comments are closed.