გამწვანების სამსახურმა 64 ევონიუსი დარგო

0

11251430_784921761622568_944248143_nბოლნისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის გარე პერიმეტრზე დღეს გამწვანების სამსახურმა 64 მარადმწვანე, მოყვავილე დეკორატიული ბუჩქი ევონიუსი დარგო. ასევე მიმდებარე სკვერში დაირგო ქრიზანთემები და დაითესა ფერადი გვირილები.

აღნიშნული სამსახური უახლოეს მომავალში არა ერთი სკვერისა და ბაღის გამწვანებასა-გალამაზებას გეგმავს.

მარინე გავაშელი


Share.

Comments are closed.