ინტერნეტ გამოკითხვის შედეგად გამოვლენილ გამარჯვებულებს სიგელები გადაეცათ

0

11150795_957934054267714_2913674776175216490_nდამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის გახსნის ცერემონიალზე, „გაზეთ ბოლნისის“ მიერ ჩატარებული ინტერნეტ გამოკითხვის შედეგად გამოვლენილი გამარჯვებულების „2014 წლის საუკეთესო ადამიანების“ დაჯილდოება გაიმართა.
გასული წლის ბოლოს ჩატარდა გამოკითხვა, რომელმაც გამოავლინა 2014 წლის ადამიანები და მოვლენები სხვადასხვა ნომინაციაში. 2 კვირის მანძილზე პორტალზე განთავსებული იყო გამოკითხვა და მასში წარდგენილ ნომინანტებს მკითხველი ხმას აძლევდა. საერთო ჯამში გამოკითხვაში მონაწილეობა 5000-მდე ადამიანმა მიიღო.

გაზეთის ჩანაფიქრი – წინასაახალწლოდ ბოლნისი გაგვეაქტიურებინა იმაზე მეტად შესრულდა, ვიდრე მოველოდით. ფავორიტები გამოკითხვის დაწყებისთანავე გამოვლინდნენ, თუმცა ზოგიერთ ნომინაციაში საბოლოო სურათი რადიკალურად განსხვავდება პირველი დღეების მაჩვენებლისგან.

ნომინაციაში 2014 წლის პედაგოგი წარდგენილნი იყვნენ: ნესტან ხვისტანი, ლეილა მაღრაძე, ნატალია მიქელაძე, ზოია როსტომიანი, ლეილა ალადაშვილი, ნინო კოდიაშვილი, ქეთევან აფაქიძე, მადონა ლომსაძე, ინგა ანდიაშვილი.

წლის პედაგოგი გახდა ინგა ანდიაშვილი.

ნომინაციაში 2014 წლის სპორტსმენი წარდგენილნი იყვნენ: გიორგი გაფრინდაშვილი („სიონი”), შოთა აქულაშვილი (შერეული ორთაბრძოლა), თემურ სოხაძე („ყოჩები”), ბექა ვიბლიანი (ძიუდო), დიმიტრი ბასილაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა), გიორგი აბრამიშვილი (კალათბურთი), ვახტანგ ლაბაძე (მკლავჭიდი), ნოდარ ბერიანი (სამბო), სოფო პაპიაშვილი (ფრენბურთი).

წლის სპოტსმენის ტიტული მოიპოვა დიმიტრი ბასილაშვილმა.

ნომინაციაში 2014 წლის ხელოვანი წარდგენილნი იყვნენ: სალომე წიქორიძე, შოთა ადამაშვილი, თამარ ბობოხიძე, ზაზა მარტიაშვილი, გია ღვინერია, ნუნუ ტოგონიძე.

გამარჯვებული გახდა სალომე წიქორიძე.

ნომინაციაში 2014 წლის მოვლენა წარდგენილი იყო: ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, ინფრასტრუქტურული სამუშაოები, გაზიფიცირება, კინოთეატრის შენობის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში გადმოცემა.

წლის მოვლენად შეფასდა კინოთეატრის შენობის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში გადმოცემა.

ნომინაციაში 2014 წლის კომპანია წარდგენილი იყო: გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია, სოკარ ჯორჯია გაზი, ენერგო-პრო ჯორჯია,  „ABD Georgia” (აკაურთის მეღორეობის კომპლექსი), კომპანია „არემჯი”, „სავანეთი”.

ნომინაციაში გამარჯვება  კომპანია „არემჯი”-მ მოიპოვა.

ომინაციაში 2014  წლის პოლიტიკოსიწარდგენილნი იყვნენ: დარეჯან ჩხეტიანი, გოგი მეშველიანი, თამაზ ჟორჟოლიანი, კობა ნაყოფია.

წლის პოლიტიკოსის სტატუსი ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელს გოგი მეშველიანს ერგო.

ნომინაციაში 2014 წლის საჯარო მოხელეწარდგენილნი იყვნენ: დავით შერეზადიშვილი, ვალენტინა  ნავერიანი, ლონგინოზ გასანოვი, კობა ჟღენტი, ოთარ ხუტიაშვილი, ბესო რეხვიაშვილი, კონსტანტინე კორძაძე, იროდი უგრეხელიძე, მერაბ ხაჭიპერაძე, ჯონი ხეცურიანი, მევლუდ ბარლიანი, მიხეილ ხვისტანი, შალვა მჭედლიშვილი.

წლის საჯარო მოხელე დავით შერეზადიშვილი გახდა.

ნომინაციაში 2014 წლის საპატიო ბოლნისელიწარდგენილნი იყვნენ: მერაბ ტოგონიძე, ოთარ აბულაძე, ზურაბ ერისთავი, ნიარა გოგოლაძე (პედიატრი), ეთერ გოგშელიძე, ეთერ აფაქიძე.

წლის საპატიო მოქალაქის ტიტული მერაბ ტოგონიძეს ერგო.

Share.

Comments are closed.