ბოლნისში საბიბლიოთეკო კვირეული გრძელდება

0

11069269_837080066341842_266438417_o,,სიკეთის სახით განფენილი ცოდნა და გამოცდილება’’-  ასე ერქვა ღონისძიებას, რომელიც საბიბლიოთეკო კვირეულის ფარგლებში ჩატარდა. ბიბლიოთეკარის პროფესიულ  დღესთან დაკავშირებით ბოლნისის საბავშვო ბიბლიოთეკაში პირველი საჯარო სკოლის  მოსწავლეებმა ლამაზი შეხვედრა გამართეს. პატარა მკითხველებმა  ბიბლიოთეკის მნიშვნელობაზე ისაუბრეს,   წიგნის არსზე შექმნილი ნაწარმოებები და ლექსები წაიკითხეს.

,,15 წელია, რაც საქართველოში ეს ღონისძიება ტარდება,  ყველას ვულოცავთ ბიბლიოთეკარის პროფესიულ  დღეს’’- აღნიშნა bolnisi.ge- თან საბავშვო ბიბლიოთეკის მენეჯერმა თამარ მღვდელაძემ.

ბოლნისში საბიბლიოთეკო კვირეული 29 აპრილს დაიწყო და 15 მაისამდე გაგრძელდება.

მარინა გავაშელი

საბიბლიოთეკო კვირეულის განრიგი


Share.

Comments are closed.