ბოლნისში კიდევ ერთი სოციალური პროექტი ამოქმედდა

0

11262261_790554117725999_1356275187_n19 მაისს, ბოლნისის მუნიციპალიტეტისა და საქართველოს ევანგელისტურ-ლუთერანულ დიაკონურ საზოგადოებას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა,  პროექტი ააიპ „ბოლნისის სათნოების სახლი“-ს მეშვეობით განხორციელდება. „ლუთერანულ დიაკონური საზოგადოების წევრებმა  მოგვმართეს წინადადებით, განხორციელებულიყო ერთობლივი პროექტი  ჩვენს მუნიციპალიტეტში, რომელიც სოციალურად დაუცველი მოხუცებისთვის შინ მოვლის სერვისს ითვალისწინებდა,  დავთანხმდით  შემოთავაზებას, გამოვნახეთ გზები,  ანალოგიურ სამსახურს შევუერთდით და ეს სერვისი უფრო იაფი და ხელსაყრელი გვიჯდება, ვინაიდან ეს საზოგადოება 50% თანადაფინანსებით აანაზღაურებს ამ პროექტს“, – აღნიშნა გამგებლის მოადგილემ ვალენტინა ნავერიანმა.

შინ მოვლის სერვისი ბოლნისის მუნიციპალიტეტისა და ევანგელისტურ-ლუთერანულ დიაკონური საზოგადოების ერთობლივი პროექტია და  მუნიციპალიტეტში მცხოვრები სოციალურად დაუცველი მარტოხელა ხანდაზმული ბენეფიციალების ადგილზე  მოვლა-პატრონობას ისახავს მიზნად. პროგრამაში ჩართულ  მოხუცებს დამხმარე პერსონალი საშინაო პირობებში გაუწევენ დახმარებას:  სამედიცინო,  ჰიგიენურ მოვლასა და საოჯახო საქმეებში.

„ბენეფიციარებს უზრუნველვყოფთ პირველადი მოხმარების მედიკამენტებით და სხვადასხვა ჰიგიენური საშუალებებით. მათთან 3 დამხმარე პერსონალი კვირაში 2 ვიზიტს განახორციელებს,   მომსახურება  იმისდა მიხედვით გაეწევათ, თუ როგორ მოთხოვნას დააყენებენ მომსახურე პერსონალის წინაშე. მრეცხავი, მედდა და დამხმარე, ამ პროგრამაში ჩართულ ბენეფიციარებს სრულიად უსასყიდლოდ, კომპლექსურ მომსახურებას გაუწევენ“, – აღნიშნა bolnisi.ge-თან გამგებლის  მოადგილემ ვალენტინა ნავერიანმა.


Share.

Comments are closed.