ბოლნისში დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი კვირეული მიმდინარეობს

0

11355451_790973341017410_158640123_nკვირეულთან დაკავშირებით დღეს ბოლნისის საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეებისთვის საგანმანათლებლო-შემეცნებითი ხასიათის ღონისძიებები მოეწყო. სოფელ დისველის საჯარო სკოლას ბოლნისის მხარეთმცოდნეობის მუზეუმმა უმასპინძლა.  ფონდის მკვლევარმა მოსწავლეებს  მუზეუმში დაცული ექსპონატები და მათი ისტორია გააცნო.

„მოგეხსენებათ როგორც მთელს საქართველოში, ისე ბოლნისში სახალხო ღონისძიებებით აღინიშნება 26 მაისისადმი მიძღვნილი კვირეული. სწორედ ამ კვირეულთან დაკავშირებით დღეს ვუმასპინძლეთ დისველის საჯარო სკოლის მოსწავლეებს, დავათვალიერებინეთ მუზეუმი და გავაცანით ჩვენი მხარის ისტორია. დიდია ბავშვების დაინტერესებაც, რაც ძალიან მიხარია. მნიშვნელოვანია თითოეულმა ახალგაზრდამ იცოდეს საკუთარი ქვეყნის, საკუთარი კუთხის ისტორია“, -განაცხადა bolnisi.ge-თან  მხარეთმცოდნეობის მუზეუმის ფონდების მკვლევარმა მაია ქართველიშვილმა.

მუზეუმის შემდეგ მოსწავლეებმა ბოლნისის მთავარი ბიბლიოთეკის ლიტერატურულ დარბაზში გადაინაცვლეს, სადაც სტუდია „გუთანის“ საგანმანათლებლო კინოპროექტის „საქართველოს ხერხემალი“ ფარგლებში გადაღებული დოკუმენტური ფილმის „ლაზარეს“ კინო-ჩვენება მოეწყო. კინოჩვენების შემდეგ მოსწავლეებმა კულტურის სახლის  ფოიეში გამოფენილი ნამუშევრები დაათვალიერეს.


Share.

Comments are closed.