ბოლნისში აგროქიმიკატებისა და შხამქიმიკატების მაღაზიების მონიტორინგი დასრულდა

0

13965168672222ბოლნისის მუნიციპალიტეტში მაღაზიების მონიტორინგი ოთხი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, რომელსაც სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს ბოლნისის ოფისის სპეციალისტები ახორციელებდნენ.  სულ 12 მაღაზია შემოწმდა. მოხდა შხამქიმიკატებისა და პესტიციდების ნიმუშების აღება, რომელიც შემოწმდება ლაბორატორიულად. მაღაზიების მფლობელებმა დაფიქსირებულ დარღვევებთან დაკავშირებით მითითებები მიიღეს, გამოსასწორებლად კი მიეცათ კონკრეტული ვადა, რომელიც გადამოწმდება განმეორებითი მონიტორინგის საშუალებით.

„მოვახდინეთ 12 მაღაზიის მონიტორინგი, რომელიც ითვალისწინებდა აგროქიმიკატების და პესტიციდების შემოწმებას, მაღაზიებში არსებული მდგომარეობის შესწავლას, გაყიდვაში არსებულ პრეპარატებზე არის თუ არა მარკირება დაცული და ა.შ. დავაფიქსირეთ რიგი დარღვევები,  მფლობელებს  მივეცით შენიშვნები და მითითებები, თუმცა არის ისეთი მაღაზიები, რომლებიც აკმაყოფილებენ მოთხოვნილ ნორმებს. მოსახლეობის საყურადღებოდ მინდა ვთქვა, რომ მაღაზიაში ნებისმიერი აგროქიმიკატის ან პესტიციდის ყიდვისას ყურადღება მიაქციონ მასზე მიკრულ ეტიკეტს, სადაც   მითითებული უნდა იყოს ინფორმაცია პრეპარატის დანიშნულების, მასში შემავალი ნივთიერებების გამოყენების დოზირების შესახებ და ვარგისიანობის ვადა“,  -აღნიშნა bolnisi.ge-თან საუბარში სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს ბოლნისის ოფისის სპეციალისტმა ლია ბეჟანიშვილმა.

ნინო კარგარეთელი


Share.

Comments are closed.