ბოლნისის №1 საჯარო სკოლაში ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს

0

11216202_784921668289244_596003990_nბოლნისის №1 საჯარო სკოლაში დაახლოებით ორ კვირაში საპირფარეშოების სარემონტო სამუშაოები დასრულდება. ორივე სართულზე კაპიტალურად რემონტდება სველი წერტილები, დამატებით მოეწყობა მესამე საპირფარეშო, რომელიც მხოლოდ დაწყებითი კლასებისთვის იქნება განკუთვნილი. გარდა ამისა სექტემბრიდან ამოქმედდება განახლებული ბუფეტი და ექიმის კაბინეტი. დაწყებითი კლასებისთვის ამუშავდება გახანგრძლივებული ჯგუფი, სადაც იმუშავებს ორი კვალიფიციური პედაგოგი.

სკოლებში უკვე დასრულდა პირველკლასელთა რეგისტრაციის პირველი ეტაპი, მეორე ეტაპი კი, რომელიც ელექტრონულ რეგისტრაციას ითვალისწინებს, 15 მაისს დაიწყება და 9 ივნისამდე გაგრძელდება.

„წლების მანძილზე დიდ პრობლემას წარმოადგენდა მწყობრიდან გამოსული საპირფარეშოები, ამიტომ სასწრაფოდ დავიწყეთ ამ საკითხის მოგვარება და სადღაც ორ კვირაში სკოლას ექნება განახლებული და კეთილმოწყობილი საპირფარეშოები. გარდა ამისა გადავწყვიტე დაწყებითი კლასებისთვის მოვაწყოთ დამატებითი საპირფარეშოები, რომლისთვისაც ადგილი უკვე გამოვყავით   და უახლოეს პერიოდში დაიწყება სამშენებლო სამუშაოები.  ახალი სასწავლო წლიდან გვექნება განახლებული, თანამედროვე დონეზე აღჭურვილი ბუფეტი, ამასთანავე გამოვაცხადებთ კონკურსს ექიმი-პედიატრის შტატის დასაკავებლად და იმედი მაქვს,  შეირჩევა სათანადო პიროვნებაც, რათა მუშაობა დაიწყოს სკოლაში მოწყობილმა ექიმის კაბინეტმა. მინდა ასევე აღვნიშნო, რომ  დასრულდა პირველკლასელთა რეგისტრაციის პირველი ეტაპი, მეორე ეტაპი დაიწყება 15 მაისს და გაგრძელდება 9 ივნისამდე. სწორედ ამ საკითხით დაინტერესებული პირების საყურადღებოდ მინდა ვთქვა, რომ სექტემბრიდან სკოლაში გაიხსნება გახანგრძლივებული ჯგუფი, სადაც იმუშავებენ კვალიფიციური პედაგოგები, ასე რომ იმ მშობლებს, რომლებიც მთელი დღის განმავლობაში არიან დაკავებულები, შეუძლიათ დღის ბოლომდე მშვიდად დატოვონ ბავშვები. გახანგრძლივებული იქნება უფასო და იმუშავებს 18 საათამდე,   მხოლოდ კვება იქნება ფასიანი, მენიუ შეუძლია შეარჩიოს მშობელმა და შესაბამისად განისაზღვრება მისი ფასიც“, – განაცხადა bolnisi.ge-თან საუბარში №1 საჯარო სკოლის დირექტორმა ირმა წაქაძემ.

ბოლნისის №1 საჯარო სკოლაში ინფრასტრუქტურული სამუშაოები ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებლის მხარდაჭერითა და კომპანია „არემჯის” დაფინანსებით ხორციელდება.

ნინო კარგარეთელი


Share.

Comments are closed.