ბოლნისის № 1 საჯარო და სასულიერო სკოლების გუნდები I ეროვნულ კონკურსში გამარჯვებისთვის დაჯილდოვდნენ

0

11218542_1444854142494490_2168542343311044079_o15 მაისს, ბოლნისის № 1 საჯარო  და   წმ. იოანე ბოლნელის სახელობის სასულიერო სკოლების  გუნდები ქალაქ თბილისში მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში პრიზების მისაღებად  მიიწვიეს.

მოგახსენებთ,  რომ მიმდინარე წლის  30 მარტს, მასწავლებელთა სახლში I  ეროვნული კონკურსი გაიმართა, სადაც რესპუბლიკის მასშტაბით მონაწილეობას 290 ჯგუფი იღებდა.  მათ პროფესიონალიზმს ხალხური მუსიკის მიმართულების ხელმძღვანელი ნანა ვალიშვილი, მიხეილ მცურავიშვილი,  უჩა პატარაიძე, ფილკლორის ცენტრიდან  კი თეა კასაბური აფასებდნენ.

მიუხედავად დიდი კონკურენციისა, სასულიერო სკოლამ  I,  პირველი საჯარო სკოლის მოსწავლეებმა კი  მეორე საპრიზო ადგილები  მოიპოვეს.  დაჯილდოების  ცერემონია მასწავლებელთა სახლში  15 მაისს  გაიმართა. საპრიზო ადგილებზე გასულ გუნდებს  სერთიფიკატი ,,საქართველოს ბავშვთა და ახალგაზრდული საგუნდო კოლექტიების  პირველ ეროვნულ  კონკურსში მონაწილეობისათვის“  და მერი დავითაშვილის სიმღერების კრებული გადაეცათ.

№1 საჯარო სკოლის უმცროს კლასელთა გუნდის ხელმძღვანელის ელენე საჯაიას თქმით, ბავშვებს ძალიან მოეწონათ თბილი დახვედრა, დიდი ხალისით შეასრულეს სიმღერები და კმაყოფილები დარჩნენ.

,,ეს საპრიზო ადგილი იყო ერთგვარი სტიმული იმისათვის,  რომ მომავალ წელს განახლებული რეპერტუარით მივიღოთ მონაწილეობა ამ საგუნდო კონკურსში. კომპეტენტური პირებისგან, მუსიკოსებისგან მივიღეთ დადებითი შეფასებები და  განსაკუთრებით მოეწონათ  ჩვენი სოლისტის, ელენე მეტრეველის შესრულება“- აღნიშნა ელენე საჯაიამ

,,კარგი იქნება, თუ გვექნება შესაძლებლობა ასეთი კონკურსები ხშირად გაიმართოს. .მადლობა მინდა გადავუხადო კონკურსის ორგანიზატორს ქალბატონ თამარ ბუაძეს,  კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის  საქმეთა სამსახურის უფროსს ბატონ კობა ჟღენტს დახმარებისთვის, ასევე  ჩემი სკოლის დირექციას, რომლებიც მუდამ დგანან მოწოდების სიმაღლეზე, რომ კეთილ საქმეს ხელი შეუწყონ. მადლობა  ბატონ სოსო კოპალეიშვილს კონსულტაციისთვის და  ჩემს ბავშვებს, რომლებიც მუდამ  ერთგულად მიდგანან გვერდში “- განუცხადა bolnisi.ge-ს წმ. იოანე ბოლნელის  სახელობის სასულიერო სკოლის  გუნდის ხელმძღვანელმა მარიამ ფოჩხიძემ.


Share.

Comments are closed.