ღვინის ქარხნის მიმდებარე ტერიტორიიდან ბოლნისის შემოსასვლელამდე შუა არხის აღდგენისა და სოფლის არხის ნაწილობრივი გაწმენდითი სამუშაოები შესრულდა. ასევე ზემო არხიდან გადმომსვლელი 500მმ-იანი ლითონის მილიდან 755 მეტრზე გაყვანილიქნა სარწყავი სისტემა.
აღნიშნული სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან განხორციელდა, რომელიც ინდ.მეწამე „ტარიელ გერგიშვილმა“ შეასრულა. ხელშეკრულება გაფორმდა 25134 ლარზე. სამუშაოების 100% უკვე შესრულებულია, რომელმაც უნდა გაიაროს ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზა.