ბოლნისის საჯარო სკოლებში პრეტესტები ჩატარდა

0

ფფდღეს დილიდან ბოლნისის საჯარო სკოლებში გამოსაშვები გამოცდების საცდელი ტესტირება მიმდინარეობს. პრეტესტების საშუალებით მეთორმეტე კლასის მოსწავლეები იმ გარემოს ეცნობიან, რაც საატესტატო გამოცდებზე ექნებათ. საატესტატო გამოცდები კი 21 მაისიდან დაიწყება და ხუთი დღის განმავლობაში მოსწავლეები გამოცდებს ათ საგანში ჩააბარებენ. გამოცდების მიმდინარეობას განათლებისა და შეფასების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები აკვირდებიან.

საატესტატო გამოცდების განრიგი ასეთია:

21 მაისი:

ქართული ენა და ლიტერატურა;

ქართული როგორც მეორე ენა;

გეოგრაფია.

22 მაისი:

უცხოური ენები;

ბიოლოგია.

23 მაისი:

ისტორია;

ფიზიკა.

24 მაისი:

ფიზიკა, მატემატიკა.

25 მაისი:

ქიმია.


Share.

Comments are closed.