დღეს ბოლნისის N1, N5 და დაბა კაზრეთის სკოლებში მეთორმეტე კლასელებისთვის ბოლო ზარი დაირეკა. ბოლნისის N1-მა სკოლამ ბოლო ზარი ტრადიციული ღონისძიებით კულტურის სახლში დააგვირგვინა. მხიარული სკეტჩებით, გულის ამაჩუყებელი ფრაზებითა და სიმღერებით, სევდანარევი სიხარულით, თუმცა მაინც მხიარული განწყობით დაემშვიდობნენ მოსწავლეები პედაგოგებს.
დღეს კიდევ ერთმა თაობამ დატოვა სკოლის კედლები, დასრულდა მათთვის ბავშვობის ლამაზი წლები და დაიწყო ცხოვრების ახალი ეტაპი. სკოლის დამთავრება მათ მასწავლებლებმა, მშობლებმა და მოწვეულმა სტუმრებმა მიულოცეს.