ბოლნისელი სპორტსმენი მსოფლიო ჩემპიონი გახდა

0

11221135_786560078125403_317453214_oიტალიაში, ქალაქ ვერონაში კომბატ-ლიგის ეგიდით გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე, ბოლნისელმა შოთა აქულაშვილმა, შერეულ ორთაბრძოლაში, A კლასის უმაღლესი კატეგორიის ტურნირზე მსოფლიო ჩემპიონის ტიტული და მსოფლიო ქამარი ღირსეულად მოიპოვა.

„იტალიაში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს სახელით შერეულ ორთაბრძოლაში ვიასპარეზე. დიდი შრომის შედეგად აღნიშნულ ტურნირზე გავიმარჯვე, ავიღე პირველი ადგილი,  მსოფლიო ქამარი და მსოფლიო ჩემპიონის ტიტულით დავბრუნდი  სამშობლოში და ჩემს ქალაქში“, – აღნიშნა bolnisi.ge-თან საუბარში შოთა აქულაშვილმა.

„მოხარულები ვართ, რომ ბოლნისელმა შოთა აქულაშვილმა გვასახელა. ეს  მისი მეორე წარმატებაა.  ძალ-ღონეს არ იშურებს საქართველოსა და მშობლიური ქალაქის წარმოსაჩენად. შოთა ღირსეულად იცავს მსოფლიო ჩემპიონის ტიტულს. მზად ვართ მხარში დავუდგეთ, ვფიქრობთ, რომ სპორტის ეს სახეობა ჩვენს მუნიციპალიტეტში დავამკვიდროთ და ხელი შევუწყოთ მის განვითარებას“, – განაცხადა bolnisi.ge-თან ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველმა მოადგილემ დავით შერაზადიშვილმა.

შოთა აქულაშვილი მოპოვებული გამარჯვებისთვის ბოლნისის მუნიციპალიტეტისგან ფულად ჯილდოს მიიღებს.

მარინე გავაშელი


Share.

Comments are closed.