საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი კულტურულ-საგანმანათლებლო და სპორტული კვირეულის „ფესტივალი-ბოლნელები საქართველოსთვის’’ ფარგლებში დღეს ბოლნელი მთავარეპისკოპოსის რეზიდენციას ტრადიციული მუსიკის მიმართულებით მოღვაწე ანსამბლები სტუმრობდნენ. კვირეულის ფარგლებში წარმოდგენილი ეთნოგრაფიულ-მუსიკალურ სპექტაკლში გაწეული ნაყოფიერი შრომისთვის და წარმატებული მონაწილეობისთვის მეუფემ ანსამბლის წევრები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა, სამი თაობის წარმომადგენლებმა ერთხმად შეასრულეს მრავალჟამიერი.
მეუფემ რეზიდენციაში ასევე ქვემო ქართლში მოღვაწე ბავშვთა და მოზარდთა საგუნდო კოლექტივებს უმასპინძლა, ბოლნელმა მთავარეპისკოპოსმა სტუმრები დალოცა და სამახსოვრი საჩუქრები გადასცა.