ბიბლიოთეკის კვირეული დასრულდა

0

11272004_788444487936962_1672047122_nმთავარმა ბიბლიოთეკამ  საბას დარბაზში ბიბლიოთეკის კვირეულის დასკვნითი ღონისძიება ჩაატარა, სადაც მონაწილეობას იღებდნენ სოფელ ქვეშის, სოფელ რატევანის, სოფელ ბოლნისისა და დაბა თამარისის ბიბლიოთეკების პატარა მკითხველები.

ღონისძიება სოფელ ბოლნისის სომხური  საჯარო სკოლის მოსწავლეებმა გახსნეს. პატარებმა სცენაზე გალაკტიონ ტაბიძის უკვდავი შემოქმედება გააცოცხლეს, წაიკითხეს სხვადასხვა მწერლებისა და პოეტების მიერ  პატრიოტიზმით  გაჯერებული  ნაწარმოებები. მონაწილეებმა კიდევ ერთხელ გადაგვახედეს ჩვენი ქვეყნის მატიანეს და  დიდი სიამაყით ისაუბრეს ქართულ კულტურულ ძეგლებზე.

რეკლამა

„კვირეულის ფარგლებში  გვქონდა ბევრი ლამაზი ღონისძიება როგორც ქალაქში, ასევე სოფლების ბიბლიოთეკებში. დღევანდელ ღონისძიებაზე მუნიციპალიტეტში შემავალი სოფლის ბიბლიოთეკები იღებდნენ მონაწილეობას და  წარმოდგენილი იყო საუკეთესო ნომრები“, –  განაცხადა bolnisi.ge-თან საბიბლიოთეკო გაერთიანების კურატორმა ლია ბუბუტეიშვილმა.

ღონისძიების დასასრულს მთავარი, საქალაქო და საბავშვო ბიბლიოთეკების კოლექტივებს კვირეულის ფარგლებში გაწეული სამსახურისთვის სიგელები გადაეცათ.

ბოლნისის მუნიციპალიტეტში ბიბლიოთეკის კვირეული 30 აპრილს დაიწყო და 15 მაისს დასრულდა.

11258500_1633792530199193_1553300149_o


Share.

Comments are closed.