ახალგაზრდული საკრებულოს თვმჯდომარე საკრებულოს პირველი სხდომით უკმაყოფილოა

0

11215969_784974981617246_1587191678_n7 მაისს ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკონფერენციო დარბაზში  ახალგაზრდული საკრებულოს პირველი სხდომა გაიმართა. საკრებულოს 29 წევრიდან 13 ესწრებოდა. სხდომას  თავმჯდომარე მათე ტაბაღუა და მისი მოადგილე ბელა უგრეხელიძე უძღვებოდნენ.  პირველ საკრებულოზე დაიგეგმა სპორტულ-ინტელექტუალური კვირეულის ჩატარება და მუნიციპალიტეტის თითოეულ თემში იმ პრობლემების აღრიცხვა, რომელიც პრიორიტეტულია და აწუხებს მოსახლეობას.

„პირველი საკრებულოა და კმაყოფილი არ ვარ, რადგან 29 წევრიდან 13 ესწრებოდა, დღეიდან მკაცრად მოვთხოვ დასწრებას. რაც შეეხება თემებს, რომელიც განვიხილეთ და დავგეგმეთ ესენია: მუნიციპალიტეტის თითოეულ თემში აღვრიცხოთ პრობლემები,  მივიტანოთ ხელისუფლებასთან და დავაკვირდეთ მისი მოგვარების მიმდინარეობას. დაიგეგმა სპორტულ-ინტელექტუალური კვირეული, რომელშიც უამრავ მოსწავლეს ჩავრთავთ, კვირეული სავარაუდოდ  1 ივნისიდან დაიწყება“, – აღნიშნა bolnisi.ge-თან საუბარში ახალგაზრდული საკრებულოს თავმჯდომარემ მათე ტაბაღუამ.

დარეჯან ოქრუაშვილი


Share.

Comments are closed.