არასამთავრობო ორგანიზაციამ CENN ქვემო ქართლის განვითარების 2015-2017 წლების სამოქმედო გეგმა საზოგადოებას გააცნო

0

11210203_782425818538829_1660490628_nCENN ქვემო ქართლის საზოგადოებრივი საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელმა გიორგი დემურაშვილმა ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკონფერენციო დარბაზში საჯარო შეხვედრა გამართა, რომელიც ქვემო ქართლის განვითარების 2015-2017 წლების  სამოქმედო გეგმას  და რეგიონის განვითარებაში ადგილობრივი საზოგადოების ჩართულობას  ითვალისწინებს.. შეხვედრა საინფორმაციო ხასიათს ატარებდა და დისკუსიის რეჟიმში მიმდინარეობდა. გიორგი დემურაშვილმა დამსწრე  საზოგადოებას გააცნო  გეგმები და იდეები, თუ როგორ უნდა განვითარდეს და გაძლიერდეს რეგიონი.

1.საბაზისო ინფრასტრუქტურის და მშენებლობის განვითარება.

2.განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის განვითარება.

3.კომუნალური და სხვა საზოგადოებრივი მომსახურების მოწესრიგება.

4.სოციალური უზრუნველყოფა და ჯანდაცვის ქმედითი სისტემის ჩამოყალიბება.

5.ბუნებრივი რესურსების და მატერიალური აქტივების ეფექტური მართჳა-გამოყენება.

„გვქონდა შეხვედრა სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლებთან და გავაცანით ადგილობრივ ხელმძღვანელობასთან ერთად შემუშავებული 2015-2017 წლის ბოლნისის მუნიციპალიტეტის განვითარების სამოქმედო გეგმა, მინდა თითოეულ მოქალაქეს მოვუწოდო  ჩართულობისკენ“, – აღნიშნა CENN ქვემო ქართლის საზოგადოებრივი საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელმა გიორგი დემურაშვილმა.

„ჩვენი მუნიციპალიტეტის განვითარება უნდა ჩაჯდეს ქვეყნის განვითარების საერთო გეგმაში, როგორც ცნობილია სახელმწიფოს აქვს პერსპექტიული პროექტი „აწარმოე საქართველოში“, აქედან გამომდინარე  შევიმუშავეთ გეგმა, რომელიც ადგილობრივი ნედლეულის კერძოდ, სიმინდის ზეთის გამოსახდელი საწარმოს შესყიდვას შეეხება, გვექნება ეკოლოგიურად სუფთა პროდუქცია და გვეყოლება ბევრი დასაქმებული, ეს წაადგება ჩვენი რეგიონის განვითარებას და ქვეყნის წინსვლას“, – აღნიშნა bolnisi.ge-თან საუბარში ბოლნისის მკვიდრმა ნუგზარ კობახიძემ.


Share.

Comments are closed.