ადმინისტრაციულ სამსახურს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

0

11088996_784202671694477_342113314_nდღეს  ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოგი მეშველიანმა გამგეობის ადმინისტრაციულ სამსახურს ახალი უფროსი წარუდგინა. პაპუნა მუშკუდიანმა კონკურსი წარმატებით გაიარა და ოთხი თვე  გამგეობის იურიდიულ განყოფილებაში იურისტად იმუშავა.

რეკლამა

„პაპუნამ ჩვენთან მუშაობისას გამოავლინა ის თვისებები, რაც საჭიროა ამ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე. პირველ რიგში ის ძალიან მონდომებული, წესიერი, კვალიფიციური ადამიანია, რომელსაც არ ეზარება საკუთარ თავზე მუშაობა. კარგი ავტორიტეტით სარგებლობს საზოგადოებაში და მიგვაჩნია, რომ შეძლებს  წარმატების მიღწევას“, -აღნიშნა ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოგი მეშველიანმა.

„დავიბადე 1991 წლის 7 სექტემბერს ბოლნისში. აქვე დავამთავრე საშუალო სკოლა და ჩავაბარე გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში იურიდიულ ფაკულტეტზე. ვიყავი „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ჯგუფის ორგანიზატორი. 2014 მუშაობა დავიწყე  საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სააგენტოში. ვმუშაობდი ბოლნისის მუნიციპალიტეტში სექტორის ზედამხედველად. წარმატებით ჩავაბარე საჯარო მოხელეთა გამოცდები  და დავიწყე მუშაობა მუნიციპალიტეტში ადმინისტრაციული სამსახურის იურიდიული განყოფილების მთავარ სპეციალისტად, იურისტად. მაისის თვიდან კი დავინიშნე ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციის სამსახურის უფროსად. ცხოვრებისეულად ეს ჩემთვის დიდი გამოწვევაა, საკმაოდ ბევრი ვიფიქრე ამ შემოთავაზებაზე, რადგან პასუხისმგებლობა ძალიან დიდია. ყველაფერს სტაბილურად მივყვები და მაქსიმუმს გავაკეთებ, რომ წარმატებებს მივაღწიო“, -აღნიშნა bolnisi.ge-თან საუბარში ადმინისტრაციული სამსახურის ახალმა უფროსმა.

დარეჯან ოქრუაშვილი


Share.

Comments are closed.