ადგილობრივი ხელმძღვანელობა სოფელ ფარიზის მოსახლეობას შეხვდა

0

11227298_784500561664688_313217934_oფარიზის მოსახლეობა სოფლის ცენტრში მუნიციპალიტეტის გამგებელთან შესახვედრად შეიკრიბა. გოგი მეშველიანი მოადგილეებთან და საკრებულოს წევრებთან ერთად ადგილობრივებს შეხვდა და  არსებული პრობლემები მოისმინა. სოფლის მცხოვრებლებს წლებია სასმელი წყლის პრობლემა აწუხებთ. მოსახლეობის თქმის მათ ნაწილს სასმელი წყალი გრაფიკით, შეუფერხებლად მიეწოდება, ხოლო  ნაწილი კი სასმელი წყლის გარეშეა დარჩენილი. სოფლის განვითარების პროგრამით ისინი სასმელი წყლის მაგისტრალის შეცვლას ითხოვენ. პრობლემას სოფლისთვის სარწყავი წყალიც წამოადგენს. ფარიზში, სადაც 257 კომლი ცხოვრობს, ძველი ელექტროგადამცემი ხაზები შეცვლას საჭიროებს, მათთვის ასევე მნიშვნელოვანია   სოფლის გაზიფიცირება.

რეკლამა

„შევხვდით მოსახლეობას, გავეცანით იმ პრობლემებს, რაც მათ აწუხებთ, პირველ რიგში ეს შეეხება სასმელ და სარწყავ წყალს, ასევე მოუწესრიგებელი და მოძველებულია  ელექტროგადამცემი,  რომ  სისტემა, რის გამოც  მოსახლეობას  ზედმეტი დანახარჯების გადახდა უწევს, გარდა ამისა,  საყრდენი ბოძები  ამორტიზირებულია და შეცვლას საჭიროებს.  ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში ჩავერევით,   ყველა კომპანიას მივმართავთ და გავაკონტროლებთ არსებული პრობლემების მოგვარებას“, -აღნიშნა bolnisi.ge-თან საუბარში ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოგი მეშველიანმა.

მაგდა დევნოზაშვილი


Share.

Comments are closed.