„RMG ჯგუფის“ თანამშრომლებმა საყდრისის დაცვის კომიტეტის წევრებს სააკაშვილისგან დაფინანსებულები და ხალხის მტრები უწოდეს

0

img-34662-1418987006საყდრისის საბადოზე მისულ კომიტეტის წევრებს ნინო ბურჭულაძესა და დავით გულბანს „RMG ჯგუფის“ თანამშრომლებმა ხალხის მტრები ეძახეს და მოითხოვეს, რომ კომიტეტის წევრებს საბადოსთვის თავი დაენებებინათ.

დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც „RMG ჯგუფის“ თანამშრომლებმა კომიტეტის წევრებს მიხეილ სააკაშვილისგან დაფინანსებულები უწოდეს. თავის მხრივ, კომიტეტის წევრები აცხადებდნენ, რომ საყდრისის საბადო კულტურული ძეგლია და მისი დაცვა ყველა ადამიანის ვალია.

დაპირისპირება მას შემდეგ განიმუხტა, რაც საყდრისის დაცვის კომიტეტის წევრებმა ნინო ბურჭულაძემ და დავით გულბანმა ტერიტორია დატოვეს.

Share.

Leave A Reply