ბოლნისში ჭიდაობა სამბოში ტურნირი მიმდინარეობს

0

11159457_943459955715124_1682393598263112901_nბოლნისის ძიუდოს დარბაზში დღეს სტარტი აიღო ორდღიანმა მე-19 საერთაშორისო ტურნირმა ჭიდაობა სამბოში. ტურნირი 1989 წლის 9 აპრილს ქალაქ თბილისში და 1990 წლის 20 იანვარს ქალაქ ბაქოში დაღუპული გმირების ხსოვნას ეძღვნება. ტურნირში საქართველოსა და აზერბაიჯანის 250-მდე სპორტსმენი იღებს მონაწილეობას. ჩემპიონობისათვის სპორტსმენები 22 წონით კატეგორიაში იბრძოლებენ. საზეიმო გახსნას დღეს , სამბოს ფედერაციის გენერალური მდივანი გაბრიელ ბარჯაძე, ქართული ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი გელა ბერუაშვილი,ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი პაატა ხიზანაშვილი და ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოგი მეშველიანი ესწრებოდნენ. დღეს 2001-2002 წელს დაბადებული ფალავნები ასპარეზობდნენ. გამარჯვებული სპორტსმენები საპატიო სტუმრებმა შესაბამისი ხარისხის მედლებითა და დიპლომებით დააჯილდოვეს.
მე-19 საერთაშორისო ტურნირი ჭიდაობა სამბოში ხვალ დასრულდება.
პაატა ხიზანაშვილი-ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი:
,,მე-19 საერთაშორისო ტურნირია ჭიდაობა სამბოში. მონაწილეობის მისაღებად ახალგაზრდული გუნდები ჩამოვიდნენ. ყველა ტურნირი, რომელშიც ახალგაზრდები მონაწილეობენ ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის მომავალი განვითარებისთვის. აქ გამოიკვეთა აზერბაიჯანისა და საქართველოს ფედერაციების მეგობრობის გაღრმავების ტენდენცია და მომავალ წელს უკვე მე-20 ტურნირი იქნება , რომელიც უფრო მაღალ დონეზე ორგანიზებული იქნება, რომელშიც მონაწილეობას სხვა ქვეყნებიც მიიღებენ “.
გოგი მეშველიანი- ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელი:
,,დღეს ბოლნისში სტარტი აიღო საერთაშორისო ტურნირმა, რომელიც ეძღვნება ქალაქ თბილისში 9 აპრილს დაღუპულთა და ასევე ქალაქ ბაქოში 20 იანვარს დაღულთა ხსოვნას.ეს ტურნირი ტრადიციული ხასიათისაა და მეცხრამეტედ ტარდება. არის ძალიან მნიშვნელოვანი იმ კონტექსტში, რომ ორი ქვეყნის მოჭიდავეები ხვდებიან ერთმანეთს, საშუალება აქვთ ერთმანეთთან ძალები მოსინჯონ, ასევე ტურნირში მონაწილეობა მათი ურთიერთმეგობრობის საწინდარი შეიძლება გახდეს. მე ვფიქრობ, რომ ესეთი ტურნირები გაგრძელდება მომავალშიც , რაც ერთაშორის მეგობრობის მნიშვნელოვანი წინაპირობა იქნება”.


Share.

Leave A Reply