მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროექტის განხორციელება დაიწყო

0

11139911_774327189348692_2035180066_nსაქართველოს რეგიონებში პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში  მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროექტის განხორციელება დაიწყო. პროექტი  ხელს შეუწყობს მოსახლეობას საკუთარი საქმის წამოწყებაში და დიდ გავლენას მოახდენს ქვეყნის განვითარებაზე. „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის მიზანია მიკრო და მცირე მიზნესის განვითარება, მეწარმეობის მხარდაჭერა, რეგიონული ბაზრის განვითარება და მოსახლეობის შემოსავლის წყაროს ზრდა.

პროგრამის ფარგლებში 15 აპრილს მარნეულის მუნიციპალიტეტის კულტურის სახლში საინფორმაციო სახის შეხვედრა გაიმართა. ქვემო ქართლის გუბერნატორი პაატა ხიზანაშვილი, მეწარმეობის განვითარების სააგენტოს დირექტორი გიორგი ციკოლია, რეგიონის მუნიციპალიტეტების გამგებლები მოსახლეობას, მცირე და მიკრო მეწარმეებს  შეხვდნენ. შეხვედრა მოკლე პრეზენტაციისა და კითხვა-პასუხის ფორმატით გაიმართა.

გიორგი ციკოლია, მეწარმეობის განვითარების სააგენტოს დირექტორი:

_ აღნიშნულ პროექტს  ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს რეგიონებში ბიზნესისა და მეწარმეობის განვითარებისთვის. სახელმწიფო მხარს უჭერს ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ პროგრამაში ჩაერთვება.

პაატა ხიზანაშვილი, ქვემო ქართლის გუბერნატორი:

_    პროექტი განხორციელდება ორი წლის განმავლობაში, ჩვენ მივიღებთ არა მარტო ახალ საწარმოებს, არამედ უკვე გვეყოლება მომზადებული და მაღალკვალიფიცირებული კონტიგენტი. დაახლოებით 1000-მდე ადამიანი გაივლის გადამზადებას ბიზნეს სფეროში.  პროგრამის ფარგლებში მსურველებს საშუალება ექნებათ საკუთარი ბიზნესი განავითარონ და თავისი წვლილი შეიტანონ ქვეყნის განვითარებაში.

საქართველოში მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამის განხორციელება  2015 წლის 15 მარტს დაიწყო და 5 მაისამდე გაგრძელდება. პროექტის ფარგლებში დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ეძლევათ წარადგინონ თავიანთი ბიზნესიდეები, გაიღრმავონ ბიზნესუნარები, გამოიყენონ შესაძლებობა, მიიღონ შესაბამისი თანადაფინანსება: 1 მეწარმეზე 5 ათას ლარამდე, 2 მეწარმეზე – 10 ათას, ხოლო 3 მეწარმეზე 15 ათას ლარამდე.


Share.

Leave A Reply