1 აგვისტოდან რძისა და რძის ნაწარმის ტექნიკური რეგლამენტი ამოქმედდება

0

dairy1 აგვისტოდან ძალაში შედის რძისა და რძის ნაწარმის ტექნიკური რეგლამენტი, რომელიც დაარეგულირებს, რა შემთხვევაში შეიძლება პროდუქტს რძის ნაწარმი ეწოდოს.
ტექნიკური რეგლამენტი მიზნად ისახავს რძის პროდუქტების სფეროში მომხმარებელთა ინტერესების დაცვას და ბიზნესოპერატორისა და ბაზრის ურთიერთობის დარეგულირებას. ამიერიდან რეგლამენტი განსაზღვრავს, რა შემთხვევაში უნდა ეწოდოს პროდუქტს რძის ნაწარმი, ანუ მომხმარებელს რძის ტექნიკური რეგლამენტის ძალაში შესვლის შემდეგ ზუსტად ეცოდინება, რას მიირთმევს და თუ ე.წ. მაწონი, არაჟანი, ხაჭო, იოგურტი მცენარეული ცხიმით არის დამზადებული, მეწარმე ეტიკეტზე ვეღარ მიუთითებს, რომ ის არის რძის პროდუქტი.

Share.

Comments are closed.