ჩრდილების თეატრმა ნარკომანიის თემაზე სპექტაკლი წარმოადგინა

0

11128827_767856779995733_929163567_nსპექტაკლი სახელწოდებით „ხვალ უკვე გვიან იქნება“ ბოლნისის ჩრდილების თეატრის დასმა, თეატრალური ფესტივალის ფარგლებში წარმოადგინა. ნარკომანიის თემაზე აგებული  შთამბეჭდავი სპექტაკლი კონკრეტული ადამიანის ამბავს მოგვითხრობს, რომლის სიცოცხლეც ნარკომანობის გამო ფატალურად სრულდება.

„ნარკომანიის თემა  ძალიან აქტუალურია დღევანდელ ახალგაზრდებში, ამიტომ ვცდილობთ ამ სპექტაკლის საშუალებით დავანახოთ მომავალ თაობას,  სადამდე შეიძლება მიიყვანოს ისინი ნარკოტიკების მოხმარებამ. ჩვენ  ეს სპექტაკლი რამდენჯერმე ვაჩვენეთ ბოლნისელ მაყურებელს, უახლოეს მომავალში კი გვინდა გავიტანოთ ქვემო ქართლის სხვა მუნიციპალიტეტებშიც“, _ განაცხადა სცენარის ავტორმა თამარ ბობოხიძემ.

სპექტაკლის დასასრულს, ახალგაზრდა მსახიობები თეატრალურ ფესტივალში მონაწილეობისთვის შესაბამისი დიპლომებით დაჯილდოვდნენ.

ბოლნისის კულტურის სახლის ჩრდილების თეატრის დასი ბოლნისის №1, №5 საჯარო და კერძო სკოლა „დავითიანის“ 15 მოსწავლისგანაა დაკომპლექტებული. თეატრი ამჯერად ადრეული ქორწინების თემით ახალ სპექტაკლზე მუშაობს, რომელსაც მალე როგორც ქართულ, ასევე აზერბაიჯანულ სოფლებში გაიტანენ.


Share.

Leave A Reply