ქვემო ქართლის ყველა მუნიციპალიტეტში „ახალგაზრდული საკრებულო“ ოფიციალურად გაიხსნება

0

akhalgazrduli_sakrebulo_38289„ადამიანი კანონი თავისუფლება“ რუსთავის თეატრში რეგიონულ შეხვედრას გამართავს და ქვემო ქართლის 7 მუნიციპალიტეტის „ახალგაზრდულ საკრებულოს“ ჩამოაყალიბებს. შეხევდრას პროექტის 412 მონაწილე დაესწრება. მათ შორის, 235 იქნება ახალგაზრდული საკრებულოს დეპუტატი, ხოლო 177 – პროექტის მონაწილე.

შეხვედრას ქვემო ქართლის გუბერნატორი, პაატა ხიზანაშვილი, რუსთავის მერი, დავით ჯიქია, რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე, დავით მაღლაკელიძე და ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელები დაესწრებიან. მოსწავლეებს ჩაუტარდებათ ტრენინგი ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის და საკრებულოს მუშაობის სპეციფიკის შესახებ.


Share.

Leave A Reply