სურსათის ეროვნულმა სააგენტომ რესტორანში ცხენის ხორცი აღმოაჩინა

0

cxeni_kaspshi_035სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის სამმართველოს წარმომადგენლებმა, სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, მიმდინარე წლის 25 მარტს ბიზნესოპერატორების მონიტორინგი განახორციელეს. ბიზნესოპერატორებიდან აღებული მზა კულინარიული ნაწარმის ნიმუშები , ხორცის სახეობრივი კვლევისთვის, კერძოდ ცხენის ხორცის იდენტიფიკაციისთვის აკრედიტირებულ ლაბორატორიაში გადაიგზავნა. კვლევის შედეგად, შპს „ყაზბეგის რესტორანი ველიამინოვზე”-ში (შალვა დადიანის ქ.N12) აღებულ ხინკლისა და აფხაზურას ორ ნიმუშში ცხენის ხორცია იდენტიფიცირებული. სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის (65-ე მუხლის პირველი ნაწილის) თანახმად შპს „ყაზბეგის რესტორანი ველიამინოვზე” 1000 ლარით დაჯარიმდა. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით , საქმე სამართალდამცავ ორგანოებს გადაეგზავნა. აგრეთვე, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, აღნიშნული ბიზნესოპერატორების არაგეგმური ინსპექტირება განხორციელდება.


Share.

Leave A Reply