პრემიერ მინისტრმა „არემჯისთვის” ხელის შეშლას დივერსია უწოდა

0

10479855_533814700089772_3395487381523202809_oსაქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, კომპანია “არემჯისთვის” ხელისშეშლა დივერსიაა. მისი თქმით, ბოლნისის რაიონი დამოკიდებულია ამ კომპანიის მუშაობაზე. პრემიერმა აღნიშნა, რომ გასულ წელს ბოლნისის რაიონი მთლიანად ცენტრალური ბიუჯეტის მიერ დააფინანსა, იმიტომ რომ კომპანია აბსოლუტურად პარალიზებული იყო.

“მე ვიცი, რომ დიდი პრობლემები შეექმნა ბოლნისში კომპანია “არემჯის”, სადაც მუშაობს 3000 ოჯახი. მთელი ბოლნისის რაიონი დამოკიდებულია ამ კომპანიის მუშაობაზე. 2012 წელს 20 მილიონი ლარის შემოსავალი ჰქონდა ბოლნისის რაიონს. გასულ წელს მთლიანად ცენტრალურმა ბიუჯეტმა დააფინანსა ბოლნისის რაიონი, იმიტომ რომ კომპანია აბსოლუტურად პარალიზებული იყო, გაჩერებული იყო სამუშაოები. 3000 ოჯახის შენახვას მილიონობით ლარი სჭირდება. მე მაინტერესებს უბრალოდ, ამ ადამიანებს თუ აქვთ გააზრებული რამხელა პასუხისმგებლობას იღებენ საკუთარ თავზე. რა თქმა უნდა, მათ არც პასუხისმგებლობა გააჩნიათ, არც გააზრებული აქვთ ის რისკი, რომლის წინაშეც ეს 3 ათასი ოჯახი დგას. ეს არის ყოვლად უპასუხისმგებლო დამოკიდებულება და მე ვიტყოდი ანტისახელმწიფოებრივიც, ჩვენი მოქალაქეების წინააღმდეგ მიმართული ქმედება. რაც მოხდა ბოლნისის საწარმოსთან მიმართებაში, რაც ხდება რუსთავის მეტალურგიული ქარხნის წინააღდმდეგ, ეს არის პირდაპირი დივერსია და ამით უნდა დაინტერესდნენ სამართალდამცავი ორგანოები”, -განაცხადა ღარიბაშვილმა მარნეულში ბიზნესმენებთან შეხვედრაზე.


Share.

Leave A Reply