პრემიერმა ქვემო ქართლის ეკონომიკური პოტენციალის პრეზენტაცია წარმოადგინა

0

406_48349_211962_11102978_832941400130271_2345856372471333329_o_650ქვემო ქართლში, მხოლოდ გასულ წელს 47 მილიონ დოლარზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მარნეულში, ბიზნესმენებთან შეხვედრისას განაცხადა, რომლებსაც ახალი პროგრამა – „ძლიერი რეგიონი – ძლიერი საქართველოსთვის” წარუდგინა.
მთავრობის მეთაურის თქმით, რეგიონში ინვესტიციები განხორციელდა გადამამუშავებელი მრეწველობის, სამთო-მოპოვებითი მრეწველობის, ენერგეტიკის, უძრავი ქონების, ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის დარგებში.
ირაკლი ღარიბაშვილმა ასევე ისაუბრა რეგიონში უკვე წარმატებით განხორციელებულ პროექტებზე.

· შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში, ქვემო ქართლში გაიცა 5 500-მდე სესხი, რომელთა საერთო ღირებულება 114 მილიონ ლარზე მეტია;

· დაფინანსდა 18 ახალი საწარმო, რისთვისაც 9 მილიონ ლარზე მეტი გაიცა;

· სახელმწიფოს დახმარებით, რეგიონში გადაიარაღებულია 89 საწარმო, რისთვისაც გაცემულია 18 მილიონ ლარზე მეტი;

· პროგრამის – „აწარმოე საქართველოში” – ფარგლებში, 12 საწარმო, მათ შორის 10 ახალი, 13,9 მილიონზე მეტი დოლარით დაფინანსდა; მეწარმეებს გადაეცათ 3,6 მილიონი ლარის ოდენობის ქონება;

· 2015 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის ფარგლებში დახმარება მიიღო 92 ათასზე მეტმა ბენეფიციარმა, რისთვისაც გამოიყო 7,5 მილიონზე მეტი ღირებულების სარგებელი;

· 2014 წელს დახმარება მიიღო 100 ათასზე მეტმა, ხოლო 2013-ში – 105 ათასზე მეტმა ბენეფიციარმა;

· ქვემო ქართლის რეგიონში სასოფლო-სამეურნეო სტატუსი მინიჭებული აქვს 94 კოოპერატივს;

· აგროდაზღვევის პროექტის ფარგლებში ქვემო ქართლში გაცემულია 207 პოლისი, დაზღვეული მოსავლის ღირებულება 6,5 მილიონ ლარზე მეტია.

· რეგიონში აქტიურად მუშაობს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი, რაც მნიშვნელოვანია სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის;

· ფუნქციონირებს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის მარნეულის საველე სადგური, რომელიც ნაყოფიერად მუშაობს ცხოველთა დაავადებების დიაგნოსტიკაზე;

· სარწყავი ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის კუთხით მიმდინარეობს 28 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების სამუშაოები. დასრულდება 2014 წელს დაწყებული 10 ობიექტი და 3 ახალი ობიექტის რეაბილიტაცია დაიწყება;

· მიმდინარეობს თბილისი-რუსთავის ავტომაგისტრალის პირველი და მესამე მონაკვეთების მშენებლობა, რომლის საერთო ღირებულება 88 მილიონ ლარზე მეტია;

· მიმდინარე წელს გამოცხადდება სამშენებლო ტენდერი მეორე მონაკვეთზე, რომლის საორიენტაციო ღირებულება 116 მილიონი ლარია;

· ავტომაგისტრალის მშენებლობაზე დასაქმებულია 250 ადამიანი;

· მარნეულში დასრულდა წყალსადენის ქსელის რეაბილიტაცია და წყალმომარაგებასთან დაკავშირებული სამუშაოები – პროექტის ღირებულება 700 ათასი ლარია;

· დაწყებულია ბოლნისის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია და მომავალ წელს ბოლნისი უზრუნველყოფილი იქნება 18 – 24-საათიანი წყალმომარაგებით. პროექტის ღირებულება თითქმის 3.5 მილიონი ლარია.
· მიმდინარე წელს დაიწყება წალკის წყალმომარაგების სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები, პროექტის ღირებულება 3 მილიონ ლარს აჭარბებს;
· იგეგმება თეთრიწყაროს წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია. პროექტის ღირებულება 2 მილიონზე მეტია.
· 2013-2014 წლებში შეკეთდა 353,51 კმ საავტომობილო გზა;
· ჩატარდა ნაპირსამაგრი სამუშაოები და ამ მიმართულებით მუშაობა გრძელდება;
· რეგიონში ხორციელდება მყარი ნარჩენების მართვის პროექტები;
· ,,სინათლე ყველა სოფელს” პროექტის შედეგად, ელექტროენერგია მიეწოდება წლების განმავლობაში უშუქოდ დარჩენილ სოფელ საგუთლოს;
· გარდაბნის მუნიციპალიტეტში დაიწყო 230 მეგავატი სიმძლავრის თბოელექტროსადგურის მშენებლობა. ეს არის 220 მილიონი დოლარის ინვესტიცია;
· ლიცენზირებისა და მშენებლობის ეტაპზე იმყოფება „დებედაჰესი”, ხოლო ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის ეტაპზე – „თრიალეთიჰესი”;
· 2013-2014 წლებში ქვემო ქართლში ბუნებრივი აირის ქსელში ჩართვის შესაძლებელობა მიეცა 15 ათას ოჯახს;
· ბუნებრივი აირის ინდივიდუალური მრიცხველი დაუმონტაჟდა 16 ათასზე მეტ ოჯახს;
· ქვემო ქართლის რეგიონში გარემონტდა 119 სკოლა;
· თეთრიწყაროს რაიონის სოფელ სამღერეთში აშენდა ახალი საჯარო სკოლა;
· მიმდინარე წელს დაგეგმილია 40 სკოლის რეაბილიტაცია, კიდევ ერთი საჯარო სკოლის მშენელობა და ასევე მარნეულის პირველი სკოლის ახალი შენობის პროექტირება;
· ქვემო ქართლში მცხოვრებ ეთნიკურ აზერბაიჯანელებს საშუალება ეძლევათ უფასოდ, დისტანციურად, ელექტრონულ ფორმატში, ონლაინრეჟიმში ისწავლონ სახელმწიფო ენა;
· ქვემო ქართლის 7 რაიონულ ცენტრს 25 ახალი სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანა ჰყავს.
· რეგიონში გაიხსნა 6 ახალი ამბულატორია;
· რეგიონში გაიხსნა სასაზღვრო პოლიციის თანამედროვე სტანდარტების შენობები, რომლებიც აღჭურვილია თანამედროვე აპარატურით;
· სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ოთხ დაწესებულებაში განხორციელდა ინფრასტრუქტურული პროექტები და ჩატარდა კაპიტალური სარემონტო სამუშაოები;
· ქვემო ქართლში, მუშაობს პრობაციის ბიუროს ოფისები, ხორციელდება პირობით მსჯავრდებულთა სარეაბილიტაციო პროგრამები;
· რამდენიმე დღეში რუსთავში გაიხსნება ქვემო ქართლის რეგიონული არქივი;
მთავრობის მეთაურმა ბიზნესმენებთან შეხვედრისას ქვემო ქართლის ეკონომიკური პოტენციალზე დეტალურად ისაუბრა და აღნიშნა, რომ შესწავლის შედეგად რამდენიმე ძირითადი მიმართულება გამოიკვეთა.
„ქვემო ქართლში არის განსაკუთრებით ბევრი მიწის ფართობი, რომლებიც არის სახელმწიფო საკუთრებაში და მათი ინვესტორებისთვის საპრივატიზაციოდ შეთავაზების შედეგად შესაძლებელია მასშტაბური პროექტების განხორციელება. აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი ბაზა იმისათვის, რომ კიდევ უფრო განვითარდეს ხორცისა და ხილ-ბოსტნეულის გადამუშავება, რძის წარმოება, მეცხოველეობის პროდუქტის წარმოება, მებაღჩეობა-მებოსტნეობა, საკონსერვო წარმოება, არის ძალიან კარგი რესურსი სასაწყობე და სამაცივრე მეურნეობების განვითარების კუთხით”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერის თქმით, პერსპექტიულია ინდუსტრიული წარმოება;
· რუსთავს აქვს განსაკუთრებული რესურსი ფოლადის, მინერალური სასუქების, თუჯის, ფეროშენადნობების, პლასტმასის ტარის, ლითონის სამშენებლო ნაკეთობების, არაორგანული ქიმიური ნივთიერებების, ტყავის წარმოების, ფქვილის, ლუდისა და გამაგრილებელი სასმელების წარმოების მხრივ;
· ბოლნისს აქვს ტუფისა და ბაზალტის მოპოვება-დამუშავების რესურსი;
· გარდაბანს აქვს რძის გადამუშავების, მებოსტნეობა-მებაღჩეობის პროდუქტების გადამუშავების, ასევე მატყლის, თევზის გადამუშავების რესურსი;
· დმანისს აქვს ქვის მოპოვება-გადამუშავების რესურსი;
· თეთრიწყაროს – ბაზალტისა და ყვითელი ტუფის ქვის მოპოვებისა და გადამუშავების რესურსი;
· მარნეულს – ბაზალტის, მარმარილოს, თეთრი ქვისა და სხვა მინერალური რესურსების საბადოების გამოყენების, თხევადი ორგანული ბაქტერიული სასუქის წარმოების რესურსი;
· წალკის რესურსი არის მიკროჰესები, საკონსერვო და ტყავის წარმოება, მარცვლეულის გადამუშავება, წისქვილების ამუშავება.
· რუსთავში, მარნეულსა და გარდაბანში განსახორციელებელი პროექტების საინვესტიციო ღირებულება 38 მილიონ ლარს აჭარბებს.

მთავრობის მეთაური რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში მიმდინარე პროცესებსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ დაახლოებით 5 000-ლარიანი დავალიანების გამო 120 მილიონი დოლარის საწარმოს დაყადაღება არის უპასუხისმგებლობა ქარხანაში დასაქმებული 2 500 ადამიანისა და მათი ოჯახების წინაშე.
პრემიერ-მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ უზენაესი სასამართლოს ახალი თავმჯდომარე დაინტერესდება, რატომ მიიღო მოსამართლემ ქარხნის გაჩერების გადაწყვეტილება.
„არავინ მისცემს თავს უფლებას, ჩავერიოთ სასამართლოს გადაწყვეტილებაში, მაგრამ მივმართავ იმ ადამიანს, ვინც ეს უგუნური გადაწყვეტილება მიიღო, რომ თუ ამ ორგანიზაციას აქვს დავალიანება, მას მარტივაც შეუძლია გადაიხადოს. ეს არის ძალიან სერიოზული საკითხი და ყველას მოვუწოდებ, რომ გააკეთონ მკაცრი რეაგირება. არც ერთი მოხელე, არც პრემიერ-მინისტრი, არც მოსამართლე, არც პრეზიდენტი არ დგას კანონზე მაღლა. ყველას მოეთხოვება პასუხი სავარაუდოდ უკანონოდ მიღებულ გადაწყვეტილებაზე”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მთავრობის მეთაურმა ასევე ისაუბრა ბოლნისის რაიონში, კომპანია RMG-ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე და აღნიშნა, რომ თუ 2012 წელს რაიონის ბიუჯეტს, კომპანიის მუშაობის მეშვეობით, 20 მილიონი ლარის შემოსავალი ჰქონდა, გასულ წელს, სამუშაოების შეჩერების გამო, რაიონი მთლიანად ცენტრალური ბიუჯეტიდან დაფინანსდა.
„3000 ოჯახის შენახვას მილიონობით ლარი სჭირდება. მაინტერესებს, ამ ადამიანებს თუ აქვთ გააზრებული რამხელა პასუხისმგებლობას იღებენ საკუთარ თავზე. რა თქმა უნდა, მათ არც პასუხისმგებლობა გააჩნიათ, არც გააზრებული აქვთ ის რისკი, რომლის წინაშეც ეს 3 000 ოჯახი დგას. ეს არის ყოვლად უპასუხისმგებლო და ანტისახელმწიფოებრივი დამოკიდებულება, ჩვენი მოქალაქეების წინააღმდეგ მიმართული ქმედება. რაც მოხდა ბოლნისის საწარმოსთან მიმართებაში, რაც ხდება რუსთავის მეტალურგიული ქარხნის წინააღდმდეგ, ეს არის პირდაპირი დივერსია და ამით უნდა დაინტერესდნენ სამართალდამცავი ორგანოები”, – აღნიშნა პრემიერმა.
პრემიერ-მინისტრმა ბიზნესმენებს მიმართა, მაქსიმალურად გამოიყენონ რეგიონში საინტერესო ბიზნესპროექტების განხორციელების შესაძლებლობა და აღნიშნა, რომ სახელმწიფოსგან მათ კონკრეტული მხარდაჭერა ექნებათ.
„იქნება მეწარმეთა მაქსიმალური ხელშეწყობა, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზება, ინფრასტრუქტურისა და კომუნიკაციების უზრუნველყოფა, ბუნებრივ რესურსებზე წვდომის ურზუნველყოფა, სახელმწიფო ინსტიტუტების მხრიდან ადმინისტრაციული მხარდაჭერა. მჯერა, რომ ერთობლივად ძალიან ბევრ პროექტს განვახორციელებთ”, – მიმართა ბიზნესმენებს ირაკლი ღარიბაშვილმა.


Share.

Leave A Reply