“ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დღეს გაკეთებული განცხადება „არემჯის“ წინააღმდეგ მიმართული მორიგი პროვოკაციაა”

0

rmggold„არემჯი გოლდის“ იურიდიული დეპარტამენტის უფროსის ვახტანგ ფარესიშვილის განცხადებით, ყაჩაღიანის უბანზე უკვე რამდენიმე თვეა, რაც მიმდინარეობს სრულმასშტაბიანი სამთო-მოპოვებითი სამუშაოები ლიცენზიისა და მოქმედი კანონმდებლობის სრული დაცვით.

“ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დღეს გაკეთებული განცხადება არის კომპანიის წინააღმდეგ მიმართული მორიგი პროვოკაცია და სიცრუის ტირაჟირება. კომპანია განმარტავს, რომ ყაჩაღიანის უბანზე უკვე რამდენიმე თვეა, რაც მიმდინარეობს სრულმასშტაბიანი სამთო-მოპოვებითი სამუშაოები ლიცენზიისა და მოქმედი კანონმდებლობის სრული დაცვით. აქვე განვმარტავთ, რომ ყაჩაღიანის ობიექტი უკვე დიდი ხანია, რაც აღებულია და ნებისმიერი აპელირება იმის შესახებ, რომ ობიექტზე თითქოსდა ხდება კულტურული ფასეულობების განადგურება, არის საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მორიგი მცდელობა”, – განაცხადა ფარესიშვილმა.

“ნაციონალური მოძრაობის” მიერ გავრცელებული ინფორმაციით, RMG gold-მა დღეს საყდრისის დაუზიანებელი ნაწილი ააფეთქა.


Share.

Leave A Reply