მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა კულტურისა და დასვენების პარკში არსებული მდგომარეობა მოინახულეს

0

DSC_5468ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელი, გოგი მეშველიანი, მოადგილე დავით შერაზადიშვილთან და საკრებულოს დეპუტატებთან ერთად ქალაქ ბოლნისის კულტურისა და დასვენების პარკს ესტუმრა და იქ არსებული ინფრასტრუქტურა დაათვალიერა. პარკს უკვე ორი კვირაა ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. მადონა ჭეილიძემ მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელს ყველა ის პრობლემატური საკითხი გააცნო, რაც კულტურისა და დასვენების პარკში დახვდა. პარკის ახალი დირექტორის განცხადებით, რეაბილიტაციას საჭიროებს ყველა ატრაქციონი, სასროლეთი, საბილიარდო და ღია კაფე-ბარი. გოგი მეშველიანი პარკში არსებული სასტუმროს პირობებითაც დაინტერესდა და პერსონალს გაესაუბრა. მუნიციპალიტეტის გამგებელმა თანამშრომლებს პარკში წელს განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტის შესახებ  ინფორმაცია მიაწოდა.


Share.

Leave A Reply