კულტურის სამინისტროში ბოლნისის ახალი მუზეუმის კონცეფციის პრეზენტაცია გაიმართა

0

1427878992დღეს, კულტურის სამინისტროში საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ და საქართველოს ეროვნული მუზეუმის ხელმძღვანელმა დავით ლორთქიფანიძემ წარმოადგინეს ბოლნისის ახალი მუზეუმის კონცეფცია. ახალი სამუზეუმო სივრცე შეიქმნება ყაჩაღიანის ობიექტზე აღმოჩენილი მასალებისა და ბოლნისის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის კოლექციების ბაზაზე.

როგორც კულტურის სამინისტროში აცხადებენ, ქვემო ქართლის რეგიონის მსოფლიო მნიშვნელობის კოლექციები საჭიროებს საერთაშორისო სამუზეუმო სტანდარტების შესაბამისად დაცვას, კვლევას, ახლებურად გაანალიზებასა და ფართო აუდიტორიისთვის თანამედროვე მოთხოვნილებათა შესაბამისად წარდგენას. ახალი სამუზეუმო სივრცე შეასრულებს შემდეგ ძირითად ფუნქციებს: – არტეფაქტების კვლევა და კონსერვაცია; – გამოფენები (როგორც მუდმივმოქმედი, ასევე დროებითი); – საზოგადოებრივი განათლება; – რეგიონში კულტურული-ტურიზმის განვითარება.

ვრცელ ინფორმაციას ახალი მუზეუმის შესახებ BOLNISI.GE უახლოეს დღეებში შემოგთავაზებთ.

 


Share.

Leave A Reply