„კობა ნაყოფიას „ფემთილონ ჰოლდინგს ლიმითედში“, რომელიც „არემჯის“ 100% წილის მფლობელია, ბიზნესინტერესი გააჩნია“

0

1428507877625027დეპუტატ კობა ნაყოფიას მიერ „არემჯი“ ჯგუფის ბიზნესში მონაწილეობის შესახებ დეტალურ ინფორმაციას კომპანიის აქციონერი დიმიტრი ტროიცკი საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ გააკეთებს.

იქამდე კი როგორც „არემჯიში“ განმარტავენ, დეპუტატ კობა ნაყოფიას უცხოეთში დაფუძნებულ კომპანია „ფემთილონ ჰოლდინგს ლიმითედში“ ბინზეს-ინტერესი გააჩნია, რომელიც თავის მხრივ „არემჯი“ ჯგუფის ქართული კომპანიების 100% წილის მფლობელი კომპანიაა.

პარლამენტარ კობა ნაყოფიას მიერ „არემჯი“ ჯგუფში წილების ფლობის შესახებ კომპანიის აქციონერის დიმიტრი ტროიცკისა და კობა ნაყოფიას მიერ ბოლო დროს განცხადებები გაკეთდა.

კობა ნაყოფია კომპანია „RMG“-ში რაიმე წილის ფლობას უარყოფს.


Share.

Leave A Reply