იუსტიციის მინისტრმა კაზრეთში მშენებარე საზოგადოებრივი ცენტრი მოინახულა

0

11045721_10153162494387230_430739683_oიუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე შიო ხეცურიანთან ერთად, დაბა კაზრეთში საზოგადოებრივი ცენტრის მშენებლობა მოინახულა. მინისტრს მასპინძლობა ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველმა მოადგილემ დავით შერაზადიშვილმა გაუწია.

საზოგადოებრივი სახლის მშენებლობა დაბის პირველი მიკრორაიონის ცენტრში დაახლოებით ორი თვის წინ დაიწყო. იუსტიციის სამინისტროს ინიციატივით ცენტრი მოსახლეობას ადგილზე გაუწევს იურიდიულ მომსახურებას. 900 კვ. მეტრ ფართობზე განთავსებული შენობა ადგილზე 80-მდე სერვისს განახორციელებს. დაბა კაზრეთის მოსახლეობას საშუალება ექნება დაბიდან გაუსვლელად ისარგებლოს საჯარო და კერძო სერვისით. ამჟამად კი, მსგავსი ცენტრის არარსებობის გამო, მათ ყველა საბუთის თუ დოკუმენტის მისაღებად მუნიციპალიტეტის ცენტრში უწევთ ჩამოსვლა. მოსახლეობა კმაყოფილია სერვისცენტრის აშენებით, რადგან აქვე იქნებიან „ლიბერთი ბანკის“ თანამშრომლები და განთავსდება ასევე გამგებლის წარმომადგენლის ოფისი. უახლესი ტექნიკით აღჭურვილ შენობაში მოსახლეობას ადგილობრივი კადრები გაუწევენ სრულფასოვან მომსახურებას.

იუსტიციის სახლის მშენებლობას ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „პირამიდა“ ასრულებს, რომელსაც ადგილობრივი მუშახელი ჰყავს დასაქმებული, საზოგადოებრივი მომსახურების ცენტრის აშენების შემდეგ, რომელსაც მთლიანად იუსტიციის სამინისტრო ახორციელებს, მოხდება მუნიციპალიტეტის მხრიდან გარე პერიმეტრის კეთილმოწყობა.


Share.

Leave A Reply