ირაკლი ღარიბაშვილმა გამგებლებს მიმართა მაქსიმალური მხარდაჭერა აღმოუჩინონ ბიზნესის წარმომადგენლებს

0

11079996_832886960135715_7279069265953180265_o (1)ქვემო ქართლის რეგიონში მიმდინარე პროექტებზე ისაუბრა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქვემო ქართლის გუბერნატორთან, რაიონების გამგებლებთან და რუსთავის მერთან დღევანდელ შეხვედრაზე.

მთავრობის მეთაურმა მოისმინა ინფორმაცია ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის შესრულების შესახებ და მათ გააქტიურებისკენ მოუწოდა.

ირაკლი ღარიბაშვილმა გამგებლებს ახალი სამთავრობო პროექტის -„ძლიერი რეგიონი – ძლიერი საქართველოსთვის” დეტალები გააცნო და მიმართა, მაქსიმალური მხარდაჭერა აღმოუჩინონ ბიზნესის წარმომადგენლებს, რათა განვითარდეს წარმოება, შეიქმნას მეტი სამუშაო ადგილი და რეგიონი გაძლიერდეს.

სამუშაო შეხვედრები რაიონების გამგებლებსა და მერებთან გაიმართება ყველა რეგიონში, სადაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ახალი სამთავრობო პროგრამის პრეზენტაციას გამართავს.


Share.

Leave A Reply