იპოთეკური სესხის დაფარვის თაობაზე დევნილი ოჯახებისათვის განაცხადების მიღება დაიწყო

0

2015041418292798786დევნილი ოჯახებისათვის იპოთეკური სესხის დაფარვის თაობაზე განაცხადების მიღება 2015 წლის 14 აპრილიდან დაიწყო  და  2015 წლის 1 მაისამდე გაგრძელდება.

გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, სახელმწიფოს მიერ ერთჯერადი ფულადი დახმარება გაიცემა იმ დევნილ ოჯახებზე,  რომლებსაც   2015 წლის პირველ იანვრამდე,   იპოთეკური სესხით შეძენილი აქვთ საცხოვრებელი სახლი/ბინა და აღნიშნული წარმოადგენს ოჯახის  ერთადერთ ფაქტიურ საცხოვრებელს.

იპოთეკური სესხის დაფარვისათვის,  ფულადი დახმარების  მაქსიმალური ოდენობა ერთ დევნილ ოჯახზე არის არაუმეტეს 20 000 ლარი.

დევნილი ოჯახების შერჩევა, რომლებსაც სამინისტრო იპოთეკურ სესხს დაუფარავს,  N320 ბრძანების შესაბამისად, სოციალური კრიტერიუმების მიხედვით მოხდება.

იპოთეკური სესხის დაფარვის თაობაზე მიღებულ განაცხადს თან უნდა ერთვოდეს:

ა) კანონმდებლობით დადგენილი წესით გაფორმებული იპოთეკის ხელშეკრულება;

ბ) იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შესაბამისი საფინანსო დაწესებულებიდან უფლებამოსილი პირის დამოწმებით გაცემული ამონაწერი გადახდილი და გადასახდელი თანხის ოდენობის თაობაზე;

გ) სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს“  ამონაწერი ხელშეკრულებით გათვალისწინებული უძრავი ქონების განმცხადებლის საკუთრებაში რეგისტრაციის თაობაზე, რომელშიც ასახული უნდა იყოს იპოთეკის ხელშეკრულებით გათვალისწინებული იპოთეკის ვალდებულება.

განაცხადები მიიღება შემდეგ მისამართებზე:

თბილისი, ვაჟა-ფშაველას ქ. N16

ზუგდიდი, რუსთაველის ქ. N87

ქუთაისი, ირაკლი აბაშიძის გამზ. N27

რუსთავი, ვახუშტის ქ. N8

გორი, შმაგის ქ. N1


Share.

Leave A Reply