თოჯინების თეატრმა პატარები ნაცარქექიას ზღაპარზე მიიწვია

0

11106523_822252041157978_1018600874_oბოლნისის ბავშვთა და მოზარდთა თეატრალური ფესტივალის ფარგლებში,  ბოლნისის კულტურის სახლის თოჯინების თეატრმა პატარებს ,, ნაცარქექია“ წარმოუდგინა.  თეატრის თანამშრომლებმა, თამარ ბობოხიძის რეჟისორობით  ბავშვებისთვის საყვარელი ზღაპრის გმირები სცენაზე გააცოცხლეს და კიდევ ერთხელ გაახარეს  პატარა მაყურებლები.

თეატრალური ფესტივალი სახელწოდებით ,,სახილველი“  27 მარტს დაიწყო და მის ფარგლებში 2,3 ,6 აპრილს  კიდევ რამდენიმე ღონისძიება გაიმართება. ფესტივალი 8 აპრილს დასკვნითი კინცერტით დაიხურება.

Share.

Leave A Reply