თეატრალური ფესტივალი დასრულდა

0

11132079_672237632905855_11614668_oბოლნისის მუნიციპალიტეტის ბავშვთა და მოზარდთა თეატრალური ფესტივალი, რომელიც ორი კვირის მანძილზე მიმდინარეობდა დღეს კულტურის სახლის სცენაზე  საზეიმო ვითარებაში დაიხურა.

მონაწილე ბავშვები და მათი ხელმძღვანელები შესაბამისი დიპლომებით დაჯილდოვდნენ. როგორც ფესტივალის ორგანიზატორებმა განაცხადეს, აღნიშნული ფესტივალი ყოველწლიურად ჩატარდება და მომდევნო წლებში უფრო მაშტაბურ სახეს შეიძენს.

,,ამდენი ნიჭიერი ბავშვის ერთ სცენაზე თავმოყრა დასტურია იმისა, რომ  ჩვენი ფესტივალი შედგა.  მონაწილე ბავშვების ასეთ დონეზე წარმოჩენა კი ბოლნისის პედაგოგების დამდსახურებაა. ნამდვილად არ მეგონა სკოლებში მხატვრულ კითხვაში ამდენი ბავშვის მოძიება შესაძლებელი თუ იქნებოდა.  ჩვენი მიზანია, ეს ნიჭიერი თაობა წარმოვაჩინოთ  უფრო ფართო აუდიტორიის წინაშე. გვინდა რაც შეიძლება მეტი ბავშვი მოვიძიოთ, მოვიზიდოთ, დავაინტერესოთ თეატრით. ამიტომ მიგვაჩნია, რომ ეს ფესტივალი დღევანდელი დღით არ უნდა დასრულდეს.  ჩვენ კვლავ გავაგრძელებთ სკლებთან აქტიურ თანამშრმლობას, ფესტივალი კი მომავალ წელს უფრო მაშტაბური და უფრო საინტერესო გახდება”,- განაცხადა ფესტივალის კოორდინატორმა იზო ნიავაძემ.

თეატრალური ფესტივალი სახელწოდებით ,,სახილველი“  ბოლნისში 27 მარტს გაიხსნა, რომლის ფარგლებშიც სკოლებს შორის მოეწყო სპექტაკლების საფესტივალო ჩვენება,  ჩატარდა კონკურსი მხატვრულ კითხვაში, კონკურსზე  შერჩეული საუკეთესო ბავშვშვები კი დღევანდელ დასკვნით ღონისძიებაზე იღებდნენ მონაწილეობას. ასევე, ფესტივალის ფარგლებში ჩატარდა ჩრდილების, თოჯინებისა და ბავშვთა თეატრების მიერ წარმოდგენილი სპექტაკლები.

თეატრალური ფესტივალის მიზანია სტიმული მისცეს მოსწავლე-ახალგაზრდობას, რათა აქტიურად ჩაერთონ შემოქმედებით საქმიანობაში. ხელი შეუწყოს მოზარდების თეატრალური ხელოვნებით დაინტერესებასა და ეთნიკური უმცირესობების მოსწავლე ახალგაზრდობის ჩართულობას ბოლნისის მუნიციპალიტეტის კულტურულ-საგანმანათლებლო პროექტებში.

11125838_672238219572463_559910723_o 11132466_672238156239136_188795027_o


Share.

Leave A Reply