თეატრალური ფესტივალის ფარგლებში მხატვრული კითხვის კონკურსი ჩატარდა

0

11099730_766698890111522_45452648_nბოლნისის მუნიციპალიტეტის ბავშვთა და მოზარდთა თეატრალური ფესტივალის ფარგლებში  მხატვრული კითხვის კონკურსი ჩატარდა.  საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეებმა საფესტივალო ჩვენება მხატვრულ კითხვაში წარმოადგინეს, რომლის მიმდინარეობას ჟიური აკვირდებოდა.

„ფესტივალის ფარგლებში დღეს მოეწყო კონკურსი მხატვრულ კითხვაში, რომელშიც ბოლნისის 9 სკოლა მონაწილეობდა. კონკურსის მიზანია მოიძიოს და აღმოაჩინოს ნიჭიერი ბავშვები, რომლებიც შემდგომში ჩაერთვებიან ბოლნისის ბავშვთა თეატრში და მიიღებენ მონაწილეობას სხვადასხვა სახის ღონისძიებებში. გვინდა რაც შეიძლება ბევრი ბავშვი დავაინტერესოთ და დავიახლოვოთ. ჩვენი მცდელობა დღევანდელი დღით არ სრულდება. ნიჭიერი ბავშვების მოძიებას კვლავაც აქტიურად გავაგრძელებთ არამარტო ქართულ, არამედ არაქართულ სკოლებშიც. დღევანდელი კონკურსის ჟიურის შემადგენლობაში ჩემს გვერდით იყვნენ სპეციალისტი, შემოქმედი ადამიანები. გვაქვს ჩვენი შეხედულებები კონკურსანტებზე, შევარჩევთ საუკეთესოებს, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაში, ასევე, როგორც უკვე აღვნიშნეთ, შემდგომ აქტიურად ჩაერთვებიან თეატრალურ ცხოვრებაში“ – აღნიშნა bolnisi.ge-თან ფესტივალის კოორდინატორმა, ჟიურის წევრმა იზო ნიავაძემ.


Share.

Leave A Reply