“თანამშრომლების ყოველდღიურობასთან “RMG ჯგუფის” დამოკიდებულება ჩვენთვის ყოველთვის მისაბაძი იყო”

0

11139770_10206133754604972_13359715_n (1)სადაზღვეო კომპანია “იმედი L”–მა “RMG ჯგუფის” თანამშრომლებისთვის ახალი სადაზღვეო პროგრამა დაამუშავა, რომელიც კომპანიის ინფორმაციით, გაცილებით სრულყოფილი და მრავლისმომცველია.

 დაზღვევის განახლებული პირობების თანახმად სადაზღვეო კომპანია “იმედი L”, “RMG ჯგუფის” თანამშრომლებისთვის ოჯახის ექიმის მომსახურებას სამუშაო ადგილზევე უზრუნველყოფს, სადაც პაციენტების ყოველდღიური მიღება და დანიშნულებების გაცემა მოხდება. საჭიროების შემთხვევაში ექიმები, “RMG ჯგუფის” თანამშრომლებს გადაუდებელ სამედიცინო დახმარებასაც აღმოუჩენენ. სიახლეებზე დეტალური ინფორმაცია საწარმოში დასაქმებულებს, კომპანიის ხელმძღვანელობამ და ასევე მზღვეველი კომპანიის, “იმედი L”–ის წარმომადგენელმა გააცნეს.

“რადგანაც კომპანიაში საწარმოო პროცესი 24 საათის რეჟიმში მიმდინარეობს, სადაზღვევო კომპანიის ერთი ექიმი საწარმოს ტერიტორიაზე მუდმივად იქნება წარმოდგენილი. ექიმებს ჩვენი თანამშრომლებისათვის სამედიცინო დახმარების აღმოჩენაში ეხმარებიან ჩვენი კომპანიის მედდები, რომლებიც ასევე 24 საათის განმავლობაში არიან წარმოდგენილი საწარმოს ტერიტორიაზე განლაგებულ სამედიცინო პუნქტებში. კომპანიაში არსებული სამედიცინო პუნქტების როგორც იერსახე, ასევე ავეჯი და ინვენტარი უკვე მოძველებული იყო და აღარ შეესატყვისებოდა ელემენტარულ სამედიცინო ნორმებს. ამიტომ პროექტი სამედიცინო პუნქტების საერთო მდგომარეობისა და იქ არსებული პირობების გაუმჯობესებასაც ითვალისწინებს”, – განაცხადა “RMG ჯგუფის” ჯანმრთელობის, შრომის უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის სამსახურის უფროსმა მიხეილ კვარაცხელიამ.

მისივე ინფორმაციით, ორივე კომპანიის ტერიტორიაზე, 4 სამედიცინო პუნქტის განლაგებაა დაგეგმილი. აქედან ერთი უკვე განახლებულია.

“ზოგი მათგანი განახლდება, ზოგი კი თავიდან აშენდება. იგეგმება 2 სამედიცინო პუნქტის მშენებლობა, რომელთაგან ერთი განთავსდება “არემჯი კოპერის” კარიერზე, ხოლო მეორე – საყდრისის საბადოს ტერიტორიაზე, სადაც მოხდება დამატებითი მედ-პერსონალის დასაქმება. სამედიცინო პუნქტებში განთავსდება ახალი სამედიცინო ინვენტარი, ავეჯი და ტექნიკა, სადაზღვევო კომპანია ასევე უზრუნველყოფს სამედიცინო ცენტრებს საჭირო მედიკამენტებითა და აღჭურვილობით”, – აღნიშნა კვარაცხელიამ.

თავის მხრივ “იმედი L”–ის გაყიდვების დეპარტამენტის დირექტორმა დიმიტრი დათუსანმა აღნიშნა, რომ სადაზღვეო კომპანია “RMG ჯგუფთან” მრავალწლიან თანამშრომლობაზეა განწყობილი, მზადაა დაზღვევის კუთხით არაერთ პროექტში მიიღოს თანამონაწილეობა, რომელიც კიდევ უფრო მშვიდს, ლაღს და ბედნიერს გახდის RMG-ის დასაქმებულთა ცხოვრებას.

“ჩვენთვის სტრატეგიული და პრიორიტეტულია ვითანამშრომლოთ ისეთ სტაბილურ, მასშტაბურ, მზრუნველ კომპანიასთან როგორიცაა “RMG ჯგუფი”. ჩვენი თანამშრომლობა არაერთ წელს მოიცავს. მათი დამოკიდებულება თანამშრომლების ყოველდღიურობასთან ყოველთვის მისაბაძი იყო ჩვენი ჯგუფისთვის. დღესაც ამ მიმართულებით დამუშავდა ახალი სადაზღვევო პროგრამა, რომელიც გაცილებით სრულყოფილი და მრავლისმომცველია”, – განაცხადა დათუსანმა.

11134404_10206133754244963_514844077_n

 


Share.

Leave A Reply